ნაწარმოებები



ავტორი: გიორგივარამაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2021


ბარში

იოზეფ ფონ აიხენდორფი (1788-1857)გერმანელი პოეტი, რომანტიული ლექსების ავტორი. ის გერმანიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს პოეტად არის აღიარებული.მისი ნაწარმოები "კარგი არაფრისთვის" დღესაც კი ერთ- ერთ ეპიკურ ნაწარმოებად ითვლება. მასში გამოხატულია ჩივილი სიყვარულზე
ბარში
ბარში ცხოვრობდა ჩემი სატრფო.
იქვე დამარხეს_თავის ჭიშკართან,ხესთან ახლოს,
რომლის ქვეშ,ჩრდილში  ორივეს ასე გვიყვარდა ჯდომა.
იქვე სახლია და მას უნდა ვხედავდე წესით,
მაგრამ ვერ ვხედავ,რადგან ცრემლები მიბინდავენ ყოველთვის მზერას.
მსურს ქვემოთ ჩასვლა,
მინდა მეც იქ დამასაფლავონ.
გერმანულიდან თარგმნა გიორგი ვარამაშვილმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები