| ავტორი: მზიანე ჟანრი: იუმორისტული 13 ივლისი, 2021 |
ვინც შეასრულა ,,მისია", სავარძელიც ხომ მისია?! იქლესა,შეძვრა,ჩაუშვა, ,,არასაჭირო"- გაუშვა!
სახეზე ნიღბად-გაკრეჭვა (სიცილს ვერ ვარქმევ ნამდვილად) სინდის-ნამუსის გაკრეჭა, ვაზელინებით ათხვრილნი, ძარღვ-სიამაყე დათხრილნი.
ზოგნი კი - უფრო ჭკვიანნი, მოფარებულნი ფარდებში, ამათ რომ კიდეც სჯობნიან სივერაგეში,ფანდებში.
თავაღერილნი დადიან, ვინ იცის რას არ სჩადიან?! ჩამოგეხსნებად ნიღბები, ჩაგძვრებათ ბლონდის ნიფხვები! პ.ს. ინსპირაციის წყარო იცოცხლე,ბლომადაა,არ ვუჩივი სინაკლულეს:)))ახლაც,აგერ,უცებ,ისე შემომეფეთნენ,რომ ლამის ძალად წა-მა-ექსმპრონ-ტე-ბი-ნეს!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ფბ.ზე დავასტატუსე და აქაც,,ჩავსკლადე" ბარემ:))) ღირებულებაზე,ფორმაზე და ა.შ.ნუ გამომედევნებით⁵:))) ზოგჯერ ასეც ,,მისწორდება":))) ფბ.ზე დავასტატუსე და აქაც,,ჩავსკლადე" ბარემ:))) ღირებულებაზე,ფორმაზე და ა.შ.ნუ გამომედევნებით⁵:))) ზოგჯერ ასეც ,,მისწორდება":)))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|