ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2021


***

იფიქრე. გტკიოდეს. გწამდეს.
გაძლება. იმედი. ნუგეში.
იბრძოლე. გიყვარდეს. თუნდაც...
ოქროში. მიწაში. წუმპეში...

იყავი. ახლა ხარ. იქნები.
წარსული. აწმყო და მყოფადი.
ფიქრები.
ფიქრები.
ფიქრები.
როდემდე?
როდემდე?
როდემდე?

სიცოცხლე. კითხვები. პასუხი.
კითხვები. პასუხი. მუდამ...
ვერასდროს...
ვერასდროს...
ვერასდროს...
მე ვდუმვარ...
შენ დუმხარ...
ვდუმვართ...

ქვეყანა. ქუჩები. სახლები.
დედები. მამები. ყველა.
ვარსებობთ.
ვარსებობთ.
ვარსებობთ.
ვუძლებთ და...
ვუძლებთ და...
გვჯერა...

წუთები. დღეები. წლები.
სიცილი. ცრემლები. ისევ...
სიცოცხლე.
სიკვდილი.
გზები.
კედლები.
ფანჯრები.
სივრცე.

იყვირო. დადუმდე. გაძლო.
გაუძლო. იყვირო. სიჩუმე.
იბრძოლე...
გიყვარდეს...
თუნდაც...
ოქროში...
მიწაში...
წუმპეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები