ნაწარმოებები



ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2021


პარალიზებული შეგრძნებები

შვებად მეახელი სად არ ბრაზო,
დაო, პოეზიას გავშლი ობლად.
მოჰგავს ჩაბნელებულ სადარბაზოს,
ჩემი ფსიქიური აშლილობა.

ალბათ დამაღონებს მესა უფრო,
სიგრძით გავზომილვარ, თუ სიგანით.
მინდა სიცოცხლეზე მესაუბრო,
როგორც თავხედი და ხულიგანი.

დაო, მგონი ნიშში გავიჭედე,
დროც კი აღარ მეყო დასამარხად...
შუბლში ტყვიაც კი ვერ დავიჭედე...
თურმე სიცოცხლეში რას არ ნახავ...

ცაზე გამოვკიდეთ პლანეტები,
ერთხელ დავაფასოთ იქნებ ოდაც.
წასვლა სულ შემეძლო გამეტებით,
მაგრამ უაზრობა იქნებოდა.

საკუთარ თავში დაეჭვებულს
უკან მზე მომყვება და წინ დური.
სული ანარქიით გაიჭრება,
თითქოს სიკვდილზეა დაწინდული.

ნუთუ არ მთავრდება მწვანე მილი...
შემრჩა ჰორიზონტის შორი კიდე.
ცები მოიხარშნენ მწვანილივით,
დაო, სიგარეტზე მომიკიდე!

ჩემო, საყვარელო აგრაფინა,
უცხო შეგრძნებებებმა მიგიზიდა.
ლექსმა გაგაგიჟოს, გაგაფრინოს,
მოსწყდე დედამიწას სიგიჟიდან!

ზოგჯერ მოგაკითხავ: კაცი უცხო,
ჩემგან ლოგინს იცვამ, ნათბობ ლოგინს.
ზოგჯერ დამპალ ტვინში ფაციფუცობს,
ნერვი, უჩვეულოდ პათოლოგი!

სიცოცხლეშივე რა მჭირს ვიგებ,
რა დიაგნოზი, ან რა ჰქვია.
ფიქრებს ვერ აუდის დარდის ჭიგო,
ჰქმნიან დემონები ანარქიას!

შვებად მეახელი სად არ ბრაზო,
დაო, პოეზიას გავშლი ობლად.
მოჰგავს ჩაბნელებულ სადარბაზოს,
ჩემი ფსიქიური აშლილობა.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები