ნაწარმოებები



ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2021


"""

როცა ზაფხული მიილევა და ეს ფანჯრები,
დაირაზება როგორც სულის მძიმე ურდული
როცა ხეები გამართავენ თავიანთ მეჯლისს
ამ წითელ კადრებს,როგორც სიკვდილს უნდა უყურო.
და დარწმუნდები როგორ დგანან ეს ასწლოვანი,
გულფესვ დამწავარი მომღიმარი ჭრელი ჭადრები,
მკაცრი ზამთრების და ამ ომის ფონზე განივად
როგორ უძლებენ.როგორ გვჯობნიან.ვეღარ ტოვებენ.
როცა ჰაერში გაფრენაა ცხელის ვარდების,
ცხელი ვარდების,ცივი ხელების, ჩვენ  მიგვაჩვიეს
სისულელეებს,კარგად ყოფნებს,და ამის მერე
ჩვენივე თავი ამოვქოლეთ და განვცალკავდით.
ჩვენ ხომ მოვიცვით  დილაობით ამ მზის სხივები,
პირიც ვიბანეთ ტყემლიც ცვრით და მგზავრის ლოდინით,
ჩვენ ავედევნეთ წასულს ვაგონს და ნაღვლიანად
იმ ლიანდაგზე ვათებებდით და ვოცნებობდით.
როგორც ჭადრის ქვეშ ხმაგაკმენდით მჯდომარე ძაღლი,
როგორც ჭადრის ქვეშ მწოლიარე მართალი ლოთი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები