ნაწარმოებები



ავტორი: ევა_ბოშა ქალი
ჟანრი: პოეზია
14 ივლისი, 2021


Ბოშათა აყრა

Ამ მხარეში ამინდებიც აირია,
დროზე რაც რამ დაეტევა ურემზე
დააყარეთ რაც- რომ ნაირ-ნაირია.

Არ დატოვოთ არც მათრახი, არც ტარო,
ნუ დაგრჩებათ მწვანე ურმის თვალი
გზა მიდის და სულ წინ უნდა ვატარო.

Წინ ქალები, სახეკმაყოფილები,
Საბოლოო შეწუხების გამო,
ჰაი კაცებს როგორ აყოფილებენ,

Ჰაი დროზე, ისე როგორც ვამბობ,
ურმის უკან სარომაომ ირბინოს,
ზედ ურემზე დაისვენოს ბაბომ.

Ეყოს ბაბოს რაც აქამდე იარა,
დააყარეთ საჭიროა რაც-რომ,
სენტიმენტის მომგვრელები კიარა.

Ჰაი, მივალთ აღმართული დროშებით,
ვინ გაბედავს გამოხედოს ნაურბნარს,
სხვა მხარეში გადავდივართ ბოშები.

Ცეკვით, ცეკვით, დარდი არვინ დაიტყოს,
Სიმღერით და მხიარული იერით
თითქოს გულში გრამი სევდაც არ იყოს,

Თითქოს თვალში წვეთი ცრემლიც არ ჩანდეს,
თითქოს უკან არ გვრჩებოდეს ფეხები,
და სხეულში ხანძარი არ გაჩაღდეს,

Ან არ ვგრძნობდეთ სევდით რომ ვითოშებით,
მაინც ცეკვით, სიმღერით და ხარხარით,
ცეკვით, ცეკვით, ურბანს ვტოვებთ ბოშები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები