ნაწარმოებები



ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2021


დამალობანა უფროსებისთვის

გააწყვეტინა აზრი, თავხედმა
წვიმამ, ივლისის ფერად მაყუჩებს,

როცა თამაშზე დამითანხმე და
შენ დაიმალე.
მე დავიხუჭე.

რომელ სიზმარს, ან ცას,
ან რომელ ტყეს
ამოეფარე? -
თქვი, ღმერთი თუ გწამს!

მე ხომ, წლებია უკვე,
ყოველდღე
ვიხილები და მოვდივარ,
თუმცა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები