ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
15 ივლისი, 2021


დაუმთავრებელი ლექსი (ნაწყვეტი წიგნიდან „კობა ხარაბაძე“)

დაუმთავრებელი ლექსი

(ნაწყვეტი წიგნიდან „კობა ხარაბაძე“)



ქუთაისის ციხეში შემიყვანეს.
კამერაში ვარ.
და უცებ, ვხედავ, კედელზე, რაღაც ბასრი საგნით, ლექსი არის ამოჩხაპნილი.
დღემდე მახსოვს, გონებაში სამუდამოდ ჩამრჩა ამ ლექსის ერთი კუპლეტი:

„პატიმარს გულზე მოაწვა სევდა,
და მისი სისხლით კედელზე წერდა,
უფალო ღმერთო დიდება შენდა,
და ამ სიტყვებით პირჯვარს იწერდა.“

გაგრძელებაც ჰქონდა ამ ლექსს.
მაგრამ ვერ ვიხსენებ.
ეს კარანტინის საკანში იყო.
მალე „კრიტ“-ის საკანში გადამიყვანეს.
ამის გამო ვერ მოვასწარი ლექსის სრულად ვერც ჩაწერა და ვერც დამახსოვრება.
დღემდე ვცდილობ ამ სასწაული ლექსის დასასრულის გახსენებას, - ვერ ვიხსენებ.


(ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით)

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

15.07.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები