ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 ივლისი, 2021


უმცირესობათა სამართალი

  უმცირესობათა სამართალი
ვიდრე თხრობას შევუდგები და ჩემს შეხედულებას მოგახსენებთ  ზოგადად უმცირესობებზე და მერე მათ სამართალზე, მივმართავ საზოგადოების იმ ნაწლის, რომელსაც სჯერა მათი, თუ ჩემს ნააზრევში თქვენთვის რაიმე მიუღებელი იქნება, ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ მე აზრს ვერ შემაცვლევინებთ. ვიკამათოთ, მაგრამ ზნეობის ფარგლებში და არგუმენტირებულად დავასაბუთოთ ჩვენი შეხედულებები. ვარ მართლმადიდებელი, მართლა მაინტერესებს სხვათა უფლებების არეალი, სანამდე, რა მიმართულებით, როგორ და რანაირად უნდა მივიდე დაწესებულ ნორმებამდე და სად გადის საზღვარი უმცირესობებთან მიმართებით.

დავიწყოთ მთავარი საკითხით, მოდით გავარკვიოთ არსებობდა თუ არა იმთავითვე ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის სამართლებრივი საფუძვლები, თუ ეს ყველაფერი სპონტანურად, იმპროვიზირებულად განხორციელდა? ... დიახ, იმთავითვე და არა ,,პროცესიდან“ გამომდინარე, ანუ ჩავთვალოთ თუ არა მოცემული ჭეშმარიტება ჭეშმარიტად, რადგან ჭეშმარიტება სამართლის ერთგვარი ფორმაა და განაჩენის აღსრულების თავისებურ მტკიცებულებასაც წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში ქრისტიანული რელიგია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ცალსახად მკაცრია და გვაძლევს განმარტებას, რომ ადამიანის მოვლინება დედამიწაზე იმთავითვე იყო გადაწყვეტილი. ე.ი. სამყაროს შექმნის პროცესის დაწყებისთანავე და კიდევ უფრო ადრეც, მაგრამ ამის შესახებ რაიმე რეალური ფაქტები და მოვლენები, გარდა სიტყვიერი განმარტებებისა, არ მოიპოვება. მეტიც, ეს სიტყვიერი განმარტებები, როგორც სხვა შემთხვევებშიც, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავი და ბუნდოვანია. მთელი ჭეშმარიტება აგებულია ფილოსოფიურ მსჯელობაზე და წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის კონკრეტული  აზროვნების ნაყოფს.

აქ ამ ზოგადი განმარტებით შემოვიფარგლოთ და ნუ დავკონკრეტდებით, თუმცა შეგვიძლია აქაც შესაბამისი მაგალითები წმ. მამათა ტექსტებიდანაც მოვიყვანოთ და ამით ,,დრო გავწელოთ“, მაგრამ ყოველივე ეს მნიშვნელოვანს არაფერს შეგვძენს, რადგან საკითხის არსი ცნობილია და მისი გარკვევა დამატებითი მაგალითების მოყვანის გარეშეც შეიძლება.

ჩემი აზრით, ადამიანის გაჩენის (შექმნის) აუცილებლობა იმთავითვე განსაზღვრული ნამდვილად არ ყოფილა და ის ,,პროცესში“ წარმოიშვა, ოღონდ აღნიშნული დანახული უნდა იქნას მატერიალური სუბსტანციიდან (სამყაროდან) და არა ,,ღმერთის საუფლოდან“, ამ უკანასკნელში დროის, როგორც განზომილების არარსებობის გამო. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ,,დიდი აფეთქებიდან“, ვიდრე ვთქვათ, ჩვენს ეპოქამდე და თუნდაც სამყაროს დასასრულამდე, ყველაფერი აღიქმება ერთიანად და ეს ,,ერთიანი“, სივრცე-დროის განზომილებათა გამოყენებით, მხოლოდ მატერიალურ სამყაროში სეგმენტირდება.

როგორც ვიცით, ვიდრე ,,დიდი აფეთქება“ მოხდებოდა, ჯერ ღმერთმა უხილავი სამყაროს ბინადარნი გააჩინა. ანუ სიცოცხლის ისეთი ფორმები, რომელთაც მატერიალური სამყაროს შექმნა არ სჭირდებოდათ.  ე.ი. ,,ხილული სამყაროს“ გაჩენამდე, უკვე არსებობდა ადამიანისაგან განსხვავებული სხვა ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმა (ანგელოზები, სერაფიმები და ა. შ.).

პროცესის მიმდინარეობისას, ვგულისხმობ სამყაროს შექმნის ერთიან ციკლს, ყოველი გასრულებული დღის შემდეგ, ღმერთი იწონებდა ნამოქმედარს და აფასებდა მას: ,,და იხილა ღმერთმან, რამეთუ კეთილ“... ეს იმას ნიშნავდა, რომ არა შექმნამდე, არამედ შექმნის შემდეგ ხდებოდა რაღაცის შეფასება დადებითად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას (შემოქმედს) მთლად ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა დამდგარი ქმედების შედეგი.  წინასწარ არავინ იცოდა რა გამოვიდოდა და როგორი ფორმით, თუ არა და,  წინააღმდეგ შემთხვევაში მოწონება თავიდანვე გაისმებოდა ... ვთქვათ ასე: ,,მე დღეს შევქმნი ცუნცულა დინოზავრებს“ და სხვ. (მომიტევეთ ვულგარული შედარებისთვის. ამას შეგნებულად მივმართავ, რადგან მართლმადოდებლობის მოწინაღმდეგეებს არ მივცე საბაბი ორთოდოქს მორწმუნედ ჩემი აღიარებისა და ამასთან მსჯელობისას ვიყო სრულიად თავისუფალი, რაც ასევე არ მინდა მათი მხრიდან დანახული იქნას სხვაგვარად).

ასე და ამგვარად, ვიდრე საქმე დასასრულამდე, მეექვსე დღის ბოლომდე არ მივიდა, ადამიანის შექმნაზე ფიქრიც არავის გასჩენია. ხუთ დღეში შექმნილი სამყარო მხოლოდ ანგელოზებს უნდა დარჩენოდათ, მაგრამ აქ ერთი დიდი დილემა გაჩნდა, ანგელოზები (სერაფიმები, ქერუბიმები) არ წარმოადგენდნენ სიცოცხლის ინტელექტუალურ იმ ფორმას, რომლებიც შეძლებდნენ სპეციფიკური გარემოს (მატერიალური სამყარო სწორედ ასეთი გარემო იყო), ათვისებას, ამ გარემოს მოვლას, პატრონობას და ,,ღმერთის სახიერის“  გამრავლება-განვითარებას.

გამოვიდოდა, რომ ისინი მაშინ თავისი ფუნქციით ღმერთს გაუტოლდებოდნენ და შეიძლება მას გადაასწრებდნენ კიდეც. სამყაროს არა ერთი, არამედ რამდენიმე ღმერთი ეყოლებოდა. თუმცა ყველა ეს ,,ცოცხალი არსება“ არამატერიალურ გარემოში იმთავითვე შემოქმედის სიტყვით იშვა ... მაშინ ისმის კითხვა: თუ წინასწარ ცნობილი არ იყო ყოველი ახალი დღის დადგომის შედეგი და ყველა ცოცხალი ორგანიზმი მხოლოდ არამატერიალურ სამყაროში იშვა, მაშინ, როგორ მოხდა ისე, რომ ადამის სამოთხიდან გამოძევების საკითხი, წინასწარ იყო გადაწყვეტილი? რადგან ჩვენ ზემოთ გამოვთქვით მოსაზრება, რომ შემოქმედს ადამიანი მაინც მატერიალური სამყაროსთვის უნდა დასჭირვებოდა.

დიახ! თავიდან ყველა ცოცხალი არსება არამატერიალურ გარემოში გაჩნდა, მაგრამ, როცა ევა ცდუნდა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუცვალა ადამიანებს შემოქმედმა საარსებო სივრცე და მატერიალურ გარემოში ადაპტირებისთვის, ისინი (ადამი და ევა) ასე დალოცა: ,,აღორძინდით და გამრავლდით“ და ა.შ. რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი სამოთხიდან გამოძევებული, ახალ გარემოს ღმერთის ნებით თანდათან შეეგუებოდა და მისთვის ეს გარემო ტოქსიკური (მომაკვდინებელი) არ გახდებოდა.

მაშასადამე, რადგან ანგელოზებს სხვა ფუნქცია უნდა შეესრულებინათ და შექმნილ სიცოცხლის ფორმათა შორის არ იყო ,,ღმერთის სახიერი“ ინტელექტუალური არსება, ამიტომ გადაწყდა ადამიანის შექმნა. რომელსაც ის ფუნქციები უნდა ეტვირთა, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ანგელოზებივით ,,გაფართოებული უფლებები“ (ვიცით ანგელოზების განსხვავება ადამიანებთან შედარებით) არ ექნებოდათ. ე.ი. სამყაროში (დედამიწაზე) უნდა წარმოშობილიყო კიდევ ერთი ახალი რგოლი და ეს ,,რგოლი“ ინტელექტუალთა იერარქიულ სისტემაში საწყისს - პირველ საფეხურს დაიკავებდა ... შემდეგი იქნებოდნენ ანგელოზები და ა.შ.

მაგრამ აქაც წარმოიშვა ერთი დილემა, თუ ,,ღმერთის სახიერი“ არსება აღნიშნულ ფუნქციებს შეითავსებდა და ის უკვდავი დარჩებოდა, რადგან მისი სიკვდილი იმის გამო არ შეიძლებოდა, რომ იმ მომენტისთვის მის გვერდით ,,ტოლი და სწორი“ არსება, რომელიც ადამიანის შთამომავლობის რეპროდუქციას შეძლებდა, არ იდგა (ადამი მარტო იშვა), მაშინ მისთვის მატერიალური გარემო არათავსებადი შეიქმნებოდა ... თუმცა ევას შობამ ისევ დილემა წარმოიშვა, უკვე, ადამისთვის განსაზღვრული ყველა ფუნქცია ორზე უნდა გადანაწილებულიყო, რაც ,,იერარქიაში“ კიდევ ახალი ვალდებულებების გაწერას გამოიწვევდა და  ამასთან პრობლემას - მხოლოდ ორი ადამიანი (ადამ და ევა) შეძლებდა თუ არა უზარმაზარი საარსებო სივრცის ათვისებას, პასუხს ვერ სცემდა. 

სწორედ ამიტომ გადაწყდა ადამისა და ევას გაძევება სამოთხიდან და მათთვის გამრავლების უნარის მინიჭება.  ასეთ შემთხვევაში კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგებოდა. პლანეტა დედამიწაზე ადამიანის გაჩენას აუცილებელი წინაპირობა ექნებოდა, რაც მის შექმნას და შემდგომ არსებობას გაამართლებდა. მას ყველაფრის უფლება მიეცემოდა და პასუხსაც ყველაფერზე  აგებდა.

ე.ი. მატერიალურ სამყაროში ადამიანის იმთავითვე გაძევება, გათვალისწინებული არ ყოფილა და აღნიშნული შემდგომმა პროცესებმა განაპირობეს, ანუ ჭეშმარიტება ამ საკითხისა არაჭეშმარიტია.

ყოველივე ზემოთ თქმული კი იმის დასტურია, რომ ჭეშმარიტება, როგორც ამქვეყნად  დანარჩენი ყველაფერი, ფარდობითია. მისი ფარდობითობა გამოწვეულია არა ადამიანის ინდივიდუალური აზროვნების მრავალფეროვნებით, არამედ მატერიალური სამყაროს ორბუნებოვნებით

მაშ, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს ,,ალიაც“ და ,,ბალიაც“, მაგრამ ამ ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, სიმართლე მხოლოდ ერთი, რადგან ეს უკანასკნელი, მიუხედავად ჩვენი სამყაროს მრავალფეროვნებისა, არაფარდობითია. ის ერთადერთია ... ერთადერთი, რადგან ერთია თავად შემოქმედიც (ჭეშმარიტებაზე აქცენტირება, მე ქვემოთ მჭირდება).

მატერიალურ სამყაროში ჭეშმარიტება რომ მრავალფეროვანია, ამის ნათელი მაგალითის მოყვანა, არც ისე რთული გახლავთ. ავიღოთ ერთი ლამაზი ჭყვიტინა ვარსკვლავი, ვუწოდოთ მას ,,დიმპიტაური“. ჩავთვალოთ, რომ ,,დიმპიტაური“ დედამიწიდან დაშორებულია 40 სინათლის წლით. ვთქვათ ამ ვარსკვლავისკენ მივფრინავთ პილოტირებული  რაკეტით - ,,დამპიტაურით“, რომლის სიჩქარეც ერთ წამში 240 000 კმ-ია. ჩვენი პლანეტის მკვიდრთათვის, რაკეტა ვარსკვლავ ,,დიმპიტაურს“ მიაღწევს 50 წლის გასვლის შემდეგ (300 000X40:240 000). მაგრამ, მათთვის ვინც რაკეტაში იმყოფება, ფარდობითობის თეორიის თანახმად, ფრენის დრო შემცირდება დაახლოებით 10:6-ზე თანაფარდობით (ეს გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით: ფრენის მიმართულებით, პლანეტათა მიზიდულობით და სხვ.). ამიტომ ჩვენი კოსმონავტები ,,დიმპიტაურს“ მიაღწევენ 30 წლის შემდეგ (6X50:10).

ეს მაგალითი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მატერიალურ სამყაროში, მის ცალკეულ უბნებზე, ჭეშმარიტება სხვადასხვაა და ის დამოკიდებულია ამ უბნების განლაგებაზე, აგრეთვე ბევრ სხვა სიდიდეზეც, მაგრამ სიმართლე კი ერთია. ჩვენს შემთხცვევაში ეს 50 წელია (ისევ განვმარტავ,  ჭეშმარიტება ზოგადად ორია: ერთი დედამიწისეული, მეორე - დიმპიტაურისეული).

გამოდის, რომ ჭეშმარიტებაზე მოქმედებს ფარდობითი აღქმა, ხოლო აღქმა კი იმდენია, რამდენი ,,თავგასიებული“ თუ ,,თავგაუსიებელი“ ადამიანი დააბოტებს დედამიწაზე, რაც კიდევ ერთი მაგალითით დასტურდება.

ავიღოთ მატარებელი პარიზი-ჩონთო, რომლის სიგრძე 7,2 მლნ. კილომეტრია. მატარებლის შუა ნაწილში 3,6 (მლნ. კმ) ჰკიდია ნათურა. დავუშვათ, რომ ნათურის ანთების პარალელურად, ავტომატურად იღება მატარებლის კარები, რომელიც მოწყობილია პირველ და ბოლო ვაგონებში. ხოლო მატარებელი მოძრაობს წრფივად და თანაბრად 100,0 ათასი კმ/წმ-ში სიჩქარით.

სინათლის სიჩქარის (300,0 ათასი კმ.წმ-ში) ყველა მიმართულებით თანაბრად გავრცელების გამო, მატარებლის შუა ვაგონში მსხდომი მგზავრები დაინახავენ, რომ ორივე ვაგონის კარი 12 წამში ერთდროულად გაიღო (3 600 000 : 300 000), თუმცა, რადგან უკანა ვაგონი სინათლის სხივის შემხვედრად მოძრაობს, ის ვაგონს 9 წამში მიაღწევს (3 600 000 : (300 000 + 100 000) და კარებიც ამ დროში გაიღება. ხოლო წინა ვაგონის კარებს 18 წამი დასჭირდება ( 3 600 000 : (300 00 – 100 000). ე.ი. ბაქანზე მდგომ მგზავრებს მოეჩვენებათ, რომ ჯერ უკანა ვაგონის კარი გაიღო და შემდეგ წინისა (18-9). თუ ისე მოხდა, რომ შემთხვევით 3 წამით ადრე გაიღო წინა კარები (დავუშვათ ესეც), მაშინ ამას მატარებლის მგზავრები ადეკვატურად აღიქვამენ, მაგრამ ბაქანზე მდგომი მგზავრები კი დარწმუნებით იტყვიან, რომ ჯერ გაიღო უკანა და შემდეგ წინა კარები (ვაი, ჩემო დედიკო! თავ-გზა აგიბნიეთ). მაშასადამე, ერთდროულად რამდენიმე ჭეშმარიტება გვექნება.

... ვ-ა-ა-ხ! მაინც უკმაყოფილონი ხართ? ... ამ სიგრძე მატარებელი არ არსებობსო? ... კარგით რა, ბატონებო! ეს გამოთვლები მცირე ზომებისთვისაც იგივეა, მაგრამ თვალი ვერ აღიქვამს ...

ამიტომ, სწორედ ამიტომ და არა სხვა რამის გამო გახლავთ ჩემს მიერ, ზემოთ მოყვანილი შეფასებები მკაცრი. ჩვენს პლანეტაზე, ქრისტეს გარდა, ჯერ არ დაბადებულა ძე-კაცისა, რომელსაც ჭეშმარიტების არსის ამოცნობა შეძლებოდა.

ახლა კი მიბრძანეთ, ვარ თუ არა მართალი? ვის აქვს უფლება ბუნდოვანი განმარტებები თავს მოგვახვიოს და ჭეშმარიტებად შემოგვასაღოს? იმ ჭეშმარიტებად, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება? ... ვის? ... თუნდაც ყველაზე მორწმუნეს და ბრძენს? ... მე უფრო დიდი მკრეხელი ვარ თუ ის ბრძენი და მორწმუნე? ... როგორი რწმენაც არ უნდა გქონდეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი განსაზღვრავს ჭეშმარიტებას, ანდა სიმართლეს. რწმენა არ არის ამ საკითხებთან კავშირში, ის უფრო რელიგიურ მოძღვრებათა ერთგვარი მახასიათებელია, მათი არსებობის დასტური.

უფალმა ადამიანებს მკაცრად განუსაზღვრა სასიცოცხლო გარემო, რომელიც ჩვენს შემთხვევაში პლანეტა დედამიწაა. მისი დატოვებაც უფლის ნებაა (დატოვებაში მარტო გარდაცვალებას არ ვგულისხმობ, ,,გაფრენაც“ იგულისხმება). ასევე განუსაზღვრა იმის აღქმის შესაძლებლობაც, რაც ,,დიად წიგნში“ თუ სხვა რელიგიურ სწავლებებშია.

მას არ უთქვამს: ,,პეტრემ ან პავლემ ჩემი ნააზრევი ასე ან ისე წაიკითხოსო“. პირიქით, ყველგან განმარტავს, რომ ,,წაკითხვის“ შემდეგ ორაზროვნებას უნდა მოვეშვათ და ჭეშმარიტებად ვაღიაროთ ის, რაც ჩვენმა აზრმა (ფსიქიკამ, გონმა) იმ მომენტისთვის დააფიქსირა, მაგრამ, თუნდაც უარყოფითი, სხვის ჩაურევლად და ძალდატანების გარეშე. სწორედ ეს არის ჭეშმარიტება და სწორედ რელიგიისადმი ამგვარი მიდგომა განსაზღვრავს ადამიანის შემდგომ სიახლოვეს ღმერთთან, რადგან ძალდატანება, ძალადობა და სხვა სინონიმები სატანურია ... თუ დაწერილია, რომ ,,ვქმნეთ კაცი“ ან ,,იქმენინ ნათელი“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ჰქმნეს კაცი“ და ,,იქმნა ნათელი“ და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ სიტყვებით მანიპულირებას, აზრის გავრცობას და იმის მტკიცებას, რომ ,,ვქმნეთში“- ძე ღვთისა ან სხვა ანგელოზნი იგულისხმებიან. ხოლო, ,,იქმნა ნათელში“ ვთქვათ,ნათურის ან სხვა რამის ანთება.

ადამიანი პირველ რიგში ადამიანია და ის შემდგომ იძენს სოციალურ სტატუსს. ამიტომ თუ ჩვენ რაიმე ტექსტის გავრცობას დავიწყებთ, რადგან ამის უფლება უფლისგან მონიჭებული გვაქვს (ვჭამეთ სამოთხეში ,,შემეცნების ვაშლი“), უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ კი ვქადაგებთ ჭეშმარიტებას, მაგრამ ის ერთადერთი არ გახლავთ და სიმართლეს (სამართალს) არ წარმოადგენს. ეს ორი ნორმა ერთმანეთისგან გამიჯნულია.

მაშ, შეგვიძლია დავსვათ სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა: ,,წმინდა მამათა ქადაგებანი (განმარტებანი),  არის თუ არა ჭეშმარიტება“? ...


აღნიშნულ კითხვას მორწმუნეთა ალბათ სრული შემადგენლობა დადებითად უპასუხებს, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც, რადგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გამოვა ისე, რომ წმინდა მამანი უბრალოდ სცოდაავდნენ, რაღაც სხვას ქადაგებდნენ და არა ღმერთის სწავლებას. მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც დასმული კითხვის მიმართ უარყოფითი პასუხი ექნებათ.

ერთნიც და მეორენიც საკუთარ არგუმენტებს მოიშველიებენ და საერთო შეთანხმებაზე კატეგორიული წინააღმდეგნი იქნებიან. არადა, ორივე მხარეს თავისი ჭეშმარიტება ექნება. თუმცა, სიმართლე ამით არ დადგინდება, რადგან ჭეშმარიტება იმ სახით, რა სახითაც მას ჩვენ ნორმად მივიჩნევთ, ბუნებაში არ არსებობს. ის სიმართლის სინონიმი სრულიადაც არ გახლავთ ... 

ადამიანო! ვინც არ უნდა იყო შენ: რომელი რასისა და ერის წარმომადგენელი, ბრძენი თუ სულელი, მდიდარი თუ ღარიბი, მაღალი თუ დაბალი, მსუქანი თუ მჭლე, მიწის მუშა თუ კოსმონავტი, გმირი თუ მხდალი, შეყვარებული თუ კაცთმოძულე, ბედნიერი თუ უბედური,  ერი თუ ბერი! ....

შენ, ამქვეყნად არ დაბადებულხარ ღმერთის სწავლების ინტერპრეტირებისთვის! ... შენ დაიბადე ამ სწავლების შემეცნებისთვის და თაყვანისცემისთვის! ...  და კიდევ! ... და კიდევ ამ სწავლების  ქადაგებისთვის,  ყოველგვარი ,,ქიმიური დამატებების“  გარეშე! ...         

ჭეშმარიტება არ არის ღმერთი, არც ღმერთია ჭეშმარიტება, რადგან მატერიალურ სამყაროში ჭეშმარიტება სეგმენტურია ...  ღმერთი სიმართლეა! ... სიმართლე კი ერთია!

ეს კი იმას მიანიშნებს, რომ ადამიანი, როგორც ერთი ინდივიდი ან თუნდაც მისი კონგლომერატი, რაღაც ჯგუფი, საკუთარ ლოგიკურ მსჯელობაში, რომელიც შეეხება სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, შეფასებაში ყოველთვის იქნება ტენდენციური და არა ჭეშმარიტი, აღარაფერს ვამბობ სამართალზე, რომელიც სიმართლიდან გამომდინარე ნორმაა.

ამიტომ არ შეიძლება ადამიანები უმრავლესობა-უმცირესობის ნიშნით გამოვარჩიოთ. ეს დემაოკრატია არ არის. მე არ ვიცი რას ნიშნავს ეს ტერმინი თუ განმარტება -  უმცირესობა!...
 
ამოვიდეთ იქიდან, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და ,,სადაც წავა, იმ ქვეყნის ქუდი უნდა დაიხუროს“ ...

და თუ, მაინცდამაინც უნდა თავისი წოწოლა ან ფარფლებიანი ქუდის დახურვა, თანაც ,,გვერდზე“ ... მოდით, რა? ასეთ გამოწვევას თავი დავანებოთ, რადგან თუ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებს ის ქვეყანა, რომელშიც ,,უმცირესობაში’’ არიან, თავის სამშობლოდ არ მიაჩნიათ, მაშინ საქმე გვაქვს არამარტო მათ კაპრიზთან, არამედ ინსტიტუციურ უბედურებასთან, რომელიც უკვე სხვა უბედურებაა.  კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ე.წ. უმცირესობას რაიმე შეღავათი ნამდვილად არ სჭირდება.  ეს უკვე გახლავთ  ,,ვარდისფერი დემოკრატია“, ხოლო ასეთი დემოკრატია სხვა რამ არის.

,,ვარდისფერმა“ მოულოდნელად  ცისფერი გამახსენა. ის კი არა, ზეცის ფერი, არამედ ,,ცისფერი“... ადამიანთა გარკვეული კატეგორიის სექსუალური გადახრის ერთგვარი სახელწოდება ... ჰო, რა მოხდა მერე? განა ისინი ე.წ. უცირესობას არ წარმოადგენენ? ...

ადამიანის არასრულფასოვნება ჩემს შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული. ეს განსაზღვრება თუ განმარტება მომდინარეობს ღმერთის სამართლიდან, რომელიც იწოდება ,,ათ მცნებად“. ასევე იმ  ,,დიადი წყევლიდან“, რომელზეც ბიბლიაშია საუბარი.

ხომ გახსოვთ, მამა-ზეციერმა ადამს მისი ნეკნიდან ევა რა მიზნით შეუქმნა? ... დიახ! ... ,,აღორძინდით და გამრავლდითო“!

ღმერთის ეს სურვილი თუ დასტური, ერთგვარი სამართალიც ოყო, რომელიც ადამიანებს ზნეობრივ-მორალურ ჩარჩოებში აქცევდა. ანუ კაცობრიობას სთავაზობდა წინ სვლას, ვიდრე არ აღსრულდებოდა ,,დაწერილი“... მოგვიანებით მცნებაც კი დაუტოვა სიფხიზლისთვის: ,,არა იმრუშოო“.

უხერხულობას გვერდზე გადავდებ და ერთ განმარტებას კიდევ გავაკეთებ. ღმერთმა ევას სახით ქალი იმიტომ შეუქმნა ადამს, რომ კაცის-კაცთან თანაცხოვრება არამიზანშეწონილად მიიჩნია. დედამიწაზე ადამიანის ფუნქცია მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას არ ითვალისწინებდა, მას ქალთან თანაცხოვრებით მომავალი თაობები უნდა გაემრავლებინა და ასე მისულიყო აპოკალიფსისამდე. ამიტომ არატრადიციული სექსუალური ურთიერთობები, შემოქმედის მიერ ცოდვად იქნა მიჩნეული. მართალია თანამედროვე სახელმწიფოთა უმრავლესობა სეკულარიზმს ეფუძნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ,,ღმერთის სამართალი“ უკანონობად მიიჩნიოთ. თუ აღიარებთ მის მეუფებას, მნიშვნელობა არ აქვს რომელ  კონფესიას განეკუთვნებით, მაშინ გარკვეული შეზღუდვებიც უნდა დაიცვათ ... ოღონდ ისე არა, ეს მაწყობს და ეს არა! ...


იმისათვის, რომ  ,,სექსუალურმა უმცირესობამ“  ღმერთის სამართლის შინაარსი კარგად გაიგოს და ჩვენც ის სამანი განვსაზღვროთ, რომლის იქითაც შემოქმედის მცნებები ირღვევა, ჯერ განვმარტოთ თუ რას ნიშნავს სიტყვა - მრუშობა.

ვიცით, რომ მამაკაცისა და დედაკაცის სქესობრივი კავშირი დადგენილია უფლის მიერ. ,, ... და აღუშენა უფალმან ღმერთმან გვერდი, რომელი მოიღო ადამისაგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისა“ (ბიბლია 2;22) ... ე.ი. გასაგებია, რომ ევა, როგორც ცოლი, ისე შეიქმნა ამქვეყნად.

ადამმა მოიწონა უფლის გადაწყვეტილება და ასეთი რამ თქვა: ,,და თქუა ადამ ესე აწ ძუალი ძუალთა ჩემთაგან და ხორცი ჩემთაგან, ამას ეწოდოს ცოლ“ (ბიბლია 2: 23) ადამი აქვე დასძენს, რომ ცოლის გამო კაცი ხშირად დაუტევებს თავის დედასა და მამასა და ა.შ.

ზემოთ თქმული დასკვნა გვასწავლის იმას, რომ ადამიანი გაჩენილია კვლავწარმოებისთვის, რაზეც ,,ბოროტების ფილოსოფიაში“ ჩვენი აზრი უკვე გამოვთქვით. ხოლო, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებს ეს ფუნქცია შეზღუდული აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სიამოვნებისთვის მიმართავენ სქესობრივ აქტს და იმთავითვე იციან, რომ მომავალი თაობის ჩასახვა მათთვის შეუძლებელი ან შეზღუდულია, მაგრამ ისინი ამით არ კმაყოფილდებიან, ზოგჯერ ორგიებსაც მართავენ და მათი სქესობრივი ცხოვრების წესის პროპაგანდასაც ეწევიან! ... სწორედ ეს გახლავთ მრუშობა. ამიტომ, ე.წ. სექსუალური უმცირესობა სხვათა თანასწორი ვერასდროს გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავისი ადგილი უნდა იცოდნენ საზოგადოებაში. ეს არ ნიშნავს მათზე ძალადობას, ყველა ადამიანი ღვთის გაჩენილია და ამქვეყნად სექსუალური გადახრით, ათი-თხუთმეტი პროცენტი იბადება. ეს არის სენი, ავადმყოფობა, გინდათ ბოროტება და სხვა არაფერი.

მაშ, რისთვის სჭირდება ,,დასავლეთს“ ეს ,უმცირესობები“? აი, რისთვის:

ბავშვობაში ალბათ ხშირად მოგითხრობდნენ ზღაპრებს ბოროტებასთან მებრძოლ კეთილ ადამიანებზე ...  ცხრათავიან დევზე, ხუთკუნჭულასა და ნაცარქექიაზე ... სიყვარულსა და სიძულვილზე ... ჭირზე, ლხინზე, ქატოსა და ფქვილზე ...
 
სულგრძელი და გენიოსი გახლდათ ამ ზღაპრების შემქმნელი ჩვენი დიდი წინაპარი ... ,,ზრაპარ იყო, ზრაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში არ კმარიყო“... რა ფილოსოფიური განსაზღვრებაა ყოფიერებისა, განსაზღვრება იმისა, რომ ,,ამაოებაა ყველაფერი ამქვეყნიური“.
 
გავიხსენოთ იმ ზღაპრის გმირი, რომელიც მარტოსულია და გზაჯვარედინზე დგას. ,,აქეთ წახვალ, ცოტას ივლი და უბედურებას გადაეყრები; იქით წახვალ, ბევრს ივლი და მაინც უბედურებას გადაეყრებიო“-  კითხულობს წარწერას და ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს, გზა გააგრძელოს თუ დაიმოკლოს, ,,რა წყალში გადავარდეს“?  არც მრჩეველი ჰყავს, არც ხმის გამცემი, არც იმის მთქმელი, რომელი გზაა მისაღები, მცირე უბედურების მომტანი.
 
მოდით ვცადოთ ამ სიტუაციაში გარკვევა და ზღაპრის გმირისათვის დახმარების გაწევა. ანალოგიურ სიტუაციაში ხომ თვით ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ? ... და, რომ აღმოჩნდებით, ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. ამიტომ უპირველესად გავარკვიოთ, რა არის ამ რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავალი? ... მიმართულება-მოკლე გზა; მიმართულება - გრძელი გზა; თუ უკან  დაბრუნება?
 
ალბათ დამეთანხმებით, ამ დილემის გადაწყვეტის ,,ამოსავალი წერტილი“ ადამიანის პიროვნული ხასიათია ... რისკიანი, მოკლე გზას აირჩევს, მოქნილი-გრძელს, ხოლო დონდლო და უნიათო უკან გაბრუნებას. თუმცა არის კიდევ ერთი, მეოთხე გამოსავალიც, გზაჯვარედინზე ყურყუტი, ანუ სხვის იმედად ყოფნა, რომელმაც  შეიძლება სასიკეთო რამ გირჩიოთ. მაგრამ აქვე შევნიშნავ, რომ სხვის იმედად ყოფნას მხოლოდ სულელები ესწრაფვიან, რადგან ადამიანი პირველ რიგში ინდივიდია და მასზე ,,ჯოგის კანონი“ არ ვრცელდება. მარტივად, რომ ვთქვათ, რაც ერთისთვის მისაღებია, ის მეორესთვის მიუღებელია.
 
ეს მცირედი ექსკურსი წარსულსა და ფილოსოფიაში მხოლოდ იმიტომ წამოვიწყე, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის შედგმა სწორედ გზაჯვარედინზე დგომას ჰგავს. არჩევანი, რომელიც ჩვენ (ჩვენმა ქვეყანამ) გააკეთა მარტომ, ეულმა თუ კენტმა, არც ისე მარტივი გამოდგა, საბჭოეთის დაშლის შემდეგ საქართველომ ფეხი დიდ პოლიტიკაში შედგა. 

როგორც ვიცით, ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით ორასი სახელმწიფოა (მათი რიცხვი არცთუ ნელა იცვლება). ეს სახელმწიფოები იყოფიან შემდეგ  კატეგორიებად: ჭინჭყილებად, ღლავებად და ვეშაპებად. ვეშაპი სახელმწიფოები საზღვრავენ პოლიტიკას, რომელსაც თავს ახვევენ დანარჩენებს.  ,,ღლავები“ შეთავაზებულ თამაშის წესებს (ე.ი. პოლიტიკას) უსადაგებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და მას ასე იღებენ. ხოლო  ,,ჭინჭყილები“, არც რამეს ,,იღებენ“ და არც რამეს ,,ირგებენ“.   
 
საქართველო ჩვენდა სამწუხაროდ მესამე კატეგორიას განეკუთვნება, არც სჩანს იმის პერსპექტივა, რომ როგორმე სტატუსს შევიცვლით და დაბალი საფეხურიდან წინ  წავინაცვლებთ (ე.ი. ავმაღლდებით). თუმცა ქართული ,,ჯიგრიდან“ გამომდინარე, მცდელობას არ ვაკლებთ, მაგრამ მიზეზიც ვერ გამოვლიეთ.
 
ჩვენი დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში (იგულისხმება გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები) ვერ მივხვდით, რომ ,,ქაფშია“ ვიყავით (ჭინჭყილას ნამდვილად ვერ ვკადრებ ჩემს ქვეყანას) და მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტაში ჩვენი ადგილი მოვითხოვეთ, კურსიც შესაბამისი განვსაზღვრეთ, მივიჩნიეთ, რომ ამის სრული ამბიცია გაგვაჩნდა, რადგან ერთ დროს ჩვენც ვიყავით  ,,მჭედელნი მსოფლიო პოლიტიკისა“.
 
ამგვარი ეიფორია გამოწვეული იყო თავისუფლების მოულოდნელი მოპოვებით და წარსულში მსოფლიო ისტორიაში დამკვიდრებული სტატუსით (გაიხსენეთ დავითის ქართული იმპერია). სულმნათი ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, სად იყვნენ ზოგიერთი ,,ვეშაპი“ სახელმწიფოები,  ჩვენი წინაპრები  ,,კუკიაზე ყომარს რომ აგორებდნენ“?
 
ქართველების ,,დიადი ამბიცია“ ხომ სათავეს არგონავტების ეპოქიდან იღებს, აიეტის ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნიდან. გახსოვთ ალბათ, როგორ ვაზანზარებდით დედამიწას. რა სიმდიდრისა და ,,ცოდნის“ მფლობელნი ვიყავით. მარტო ჩვენი მშვენიერი ასულის - მედეას აქიმობა რად ღირდა? მისი ,,სემირამიდას კოლხური ბაღები“? უკვდავების მალამო და ,,დიადი სიყვარულისადმი“ გამოჩენილი, ,,დიადი ერთგულება“! ეს ყველა ერს არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან კაცობრიობის ისტორიაში, ზოგადსაკაცობრიო იდეალების შექმნისა და დამკვიდრების ხვედრითი წილი სულ რამდენიმე დიდ ერზე მოდის, მათ შორის ჩვენს წინაპრებზეც, ისე, როგორც ,,დაბადებისა“- მოსეზე (ებრაელებზე).
 
ეს ლიტონი სიტყვები არ გახლავთ და თქვენი მონა-მორჩილი ლევიტაციის მდგომარეობაში ნამდვილად არ იმყოფება, რაც იქიდანაც მტკიცდება, რომ დიდმა თამარმა ჯერ კიდევ რვაასი წლის წინ სიკვდილით დასჯა გააუქმა. ამასთან მისი მმართველობის (მეფობის) პერიოდში მიეცა თავისუფალ აზრს თავისუფლად წარმოთქმის შესაძლებლობა, ხელისუფლების დაყოფის გზით, საპარლამენტო (,,კარავი“) ინსტიტუტის შექმნისთვის ე.წ. ,,დებატების“ გამართვის შესაძლებლობა. ეს ის დრო იყო, როცა ევროპაში ჯერ კიდევ ,,უმწიფარი“ გახლდათ დემოკრატია და თავისი მდგომარეობით ,,ხიდან-ხეზე დახტოდა“. მას რამდენიმე საუკუნის სრულქმნა დასჭირდა იმისათვის, რომ ,,ხიდან ჩამოსულიყო“ და ,,გამართული სიარული“ ესწავლა.

ასეა, ჩემო ძვირფასებო! რაღაც-რაღაცეები ჩვენც ვასწავლეთ მსოფლიოს და ნუ გაგეღიმებათ და ნუ გადმოდიხართ თანამედროვე დროში. მე კარგს ვგულისხმობ, ცუდს ეროვნება არ გააჩნია.
 
თუკი ბოლო ოცდაათ წელს ავიღებთ და განვიხილავთ, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საზოგადოება (არა ხელისუფლება ან ერი) აღმოჩნდა ,,გლახას რად უნდა ბოსტანის“ პოზიციაში (დაახლოებით ეს სიტუაცია სუფევდა 1918 წელსაც საქართველოში).  გამოუცდელობამ, ქართულმა უდარდელობამ და ,,ყორღანაშვილობამ“, თვალნი და გულნი დაგვიბრმავა, რის გამოც ,,სასურველი“ რეალობად აღგვაქმევინა. კალმახივით მოვინდომეთ

,,დინების საწინააღმდეგოდ“ ცურვა. ,,ლიფსიტის“ სტატუსის ქვეყანამ,  ,,ვეშაპივით“ ისურვა ,,მსოფლიო პოლიტიკის ოკეანეში“ განავარდება. ამან გააღიზიანა მტრებიც და ,,მოკეთეებიც“, რისი შედეგიც საკუთარ თავზე მალე ვიწვნიეთ, შემუშავდა, უფრო მართებულია თუ ვიტყვით: ამუშავდა, რადგან ეს გეგმა კარგახნის წინ დაიწერა, ჩვენი ბედკრული ქვეყნის ,,ხუთ ნაწილად დაშლის“ გეგმა ...
 
ღორმუცელა ისტორია თავის შვილებს ჭამს“. ასე შეჭამა მან ისინი, ვინც შექმნა ეს ისტორია. გადარჩნენ მხოლოდ ,,რჩეულები“, რომლებმაც ,,პოლიტიკის ლაბირინთებში“ გამჭრიახი გონებით შეძლეს  მშვიდობიანად გაღწევა.თუ გინდა, როგორც  სახელმწიფო გადარჩე, ეს ,,წესები“ აუცილებლად უნდა აღიარო და მიიღო. ამასთან მათით ,,იმანიპულირო“ და ,,ვეშაპები“ ასე გააცურო.
 
ორთოდოქს (ნაციონალისტ) ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გლობალურ ,,თამაშის წესებს“ ეროვნულმა მთავრობამ (ხელისუფლებამ) თავი უნდა დაანებოს და თავის ქვეყანას მიხედოს. დაიცვას წინაპრების მიერ დატოვებული  ადათ-წესები, ამასთან ,,პატრიოტული გრძნობების“ გამოხატვისთვის მჯიღი ,,გულზე უნდა დაიცეს“...

ეგ, შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ სამწუხაროდ დედამიწის ცივილიზაცია ერთიანი სისტებაა, რომელიც მასში შემავალ ერებსა და ეროვნებებს, თუკი მოქმედების თავისუფლებას მიანიჭებს, მთელი პლანეტა ქაოსში გაეხვევა. წარმოიდგინეთ, ყველა ქვეყანამ რომ თავისებურად ,,გაატრაქტოროს“, რა მოხდება მაშინ?
 
ჩვენს შემთხვევაში (სხვებისა სხვებმა იმარჩიელონ) დღის წესრიგში კვლავ დადგება იმ ,,ხუთნაწილიანი გეგმის“ ამოქმედების აუცილებლობა, რომელიც თუ გულახდილნი ვიქნებით, გარკვეული შესვენებებითა და შეფერხებებით მუდმივად მუშაობბს ... ქვეყანა სამთავროებად დაიშლება და მერე ან ,,აღვსდგებით მკვდრეთით“ ან არა.
 
საკუთარი თამაშის წესებით მოქმედების სურვილი რომ არ გაუჩნდეს ,,ლიფსიტას“, სწორედ ამისთვის არის მოგონილი სხვადასხვა ,,ბარიერები“, იქნები მორჩილი, გადარჩები. თუ არა და მოვა ,,თავგასიებული ბუა“ და ჩაგახრამუნებს. მიიღებ რელიგიურ, ეთნიკურ ან სხვა სახის ომსა და რევოლუციას.
 
ე.ი. საერთო თამაშის წესები ბოროტებაა, რომელსაც ხარკად უნდა შესწიროთ არა კვერცხი და ქათამი, არამედ მზეთუნახავები-ხასებად; მზეჭაბუკები-მეომრებად; გაასხვისოთ მიწა, ბუნებრივი რესურსები, შერყვნათ რელიგია და ეროვნული ცნობიერება ... ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ და თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, მას ,,ჩვენეული ამონახსნი“ უნდა მოვუძებნოთ. სხვა გზა არ არსებობს, რადგან მაშინ ეს ყველაფრის დაკარგვის ტოლფასი იქნება. ხოლო ყველაფრის დაკარგვას, ნაწილის დაკარგვა გვიჯობს. ჰოდა, თქვენ თუ კიდევ იტყვით: ,,დინების საწინააღმდეგოდ ვიცურებ კალმახივითო“!- ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, საფლავი უკვე გაგითხრიათ და ეგ არის. არა, თქვენთვის კი არა! ქვეყნისთვის გაგითხრიათ და რას ერჩით ისედაც დაქცეულ ქვეყანას?
 
... ყველაფრის დაკარგვა ჩვენს შემთხვევაში, ერის იდენტურობის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ უნდა მოიძებნოს ამ მრავალუცნობიანი ,,პოლიტიკური განტოლების“ ზუსტი ამონახსნის ქართული ვარიანტი ...
  დადგა დრო, დავსვათ ყველაზე მარტივი  შეკითხვა: 
-ვინ ადგენს ამ თამაშის წესებს? ...
- ვინ და, სიკოს ბაბუა კლავდიოზი!

არ მითხრათ ახლა, სიკო ვინ ჯანდაბაა ან კლავდიოზი ვინ ოხერიაო?  ...
 
თამაშის წესებს ადგენს ის, ვინც ადგენს ... ჩვენი ვალია ვაღიაროთ ,,დადგენილი“ და ჩვენს ინტერესებს მივუსადაგოთ. ამ სიტუაციაში ერი და ბერი, პოზიცია და ოპოზიცია ერთ აზრზე უნდა იყოს.
 
მოდით ახლა და გავიხსენოთ ის, რაც ისტორიის მანძილზე ქართველ კაცს ჭირთათმენით გამოუვლია: ზეობა, თავგანწირვა, ვაჟკაცობა, ღალატი, სიძულვილი, სიყვარული, ,,ერთი ნაბიჯი უკან“, გაუტანლობა, შური და მტრობა ... მიუხედავად ამისა ქედი არსადროს დაგვიდრეკია. ჩვენი ისტორია ფარნავაზს, ვახტანგს, ნინოს, აშოტს, ბაგრატს, დავითს, დემეტრეს, თამარს, გიორგის, ქეთევანს, ერეკლესა და სხვათაც გაუჭედავთ.
 
ისტორიის ლაბირინთებში როგორ ვიარეთ, ამის განსაზღვრა არც ისე ძნელია, რადგან გადავრჩით, გაბოროტებული ერი არ გვეთქმის. ჩვენ, ქართველებმა ვიცით რა ვაკეთოთ, მაგრამ არ ვიცით რა არ ვაკეთოთ. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი უბედურების ის დილემა, რომლის გააზრების შემდეგ, ,,სტატუსში“ ავმაღლდებით და კვლავ შევიქმნებით ,,მჭედელნი მსოფლიო პოლიტიკისა“.

ეს გახლავთ ის ჭეშმარიტება, რომელიც მე გამაჩნია და ვთვლი, რომ მას სიმართლის სტატუსიც აქვს. არ შეიძლება საზოგადოების უმცირესობებად დაყოფა, მაგრამ, რადგან ასეთი მოცემულობა ,,ვეშაპებმა“ შემოგვთავაზეს, მას ჩვენ რაღაც ისეთი უნდა დავუპირისპიროთ, რომელიც შიდა ეროვნული იდენტობის საფრთხეს გაანეიტრალებს და ჩვენ საერთაშორისო ფუნქციას შეგვძენს, დაახლოებით ისეთს, რომელიც საქართველოს ისტორიულად გააჩნდა. ეს არის ე.წ. ფარის ფუნქცია.

რას წარმოადგენდა იგი? ... ძვ.წ.აღ-ის პირველ ათასწლეულში სამხრეთ კავკასიაში არსებობდა ორი ქართული სახელმწიფო - კოლხა და იბერია. კოლხეთი აკონტროლებდა შავი ზღვის რეგიონს, კრავდა აღმოსავლეთ-დასავლეთს და აკავებდა ჩრდილო-დასავლეთიდან ,,სამხრეთისკენ მზირალ“ ტანაისის (მდ. დონი) აუზის სტეპებში მობინადრე უსასტიკეს მეომარ მომთაბარე ტომებს (კიმერიელები, სკვითები), ხოლო ქართლი იგივე ფუნქციას ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებაზე ასრულებდა ... მდინარე რას (მდ. ვოლგა) აუზის ტერიტორიაზე მოთარეშე ტომები იბერიის მეფის სურვილის გარეშე, ,,დარიალის კარს“ ვერ გადმოლახავდნენ.

კოლხეთსაც და ქართლსაც (იბერიას) ჩრდილოეთის მხრიდან ,,თავზე წამომდგარი“ ბუნებრივი ზღუდე - კავკასიონის ქედი იცავდა, დასავლეთიდან ,,პონტოს ზღვა“, აღმოსავლეთიდან ,,კასპიის ზღვა“ და სამხრეთის მიმართულებიდან - მტკვარ-არაქსის მთიანეთი, მაგრამ ,,ღია“ იყო აღმოსავლეთიდან დასავლეისკენ მიმავალი საქარავნე გზა, თუმცა ქართლ-კოლხეთის სამანთან, მას ეღობებოდა ლიხის ქედის ბუნებრივი ზღუდე.

ქართული სახელმწიფოების შექმნის შემდგომ, ,,ფარის ფუნქციით“ მათი აღჭურვა ყველაზე მნიშვნელოვანი მისია იყო და ეპოქებში საქართველომ ეს მისია არა თუ დააკნინა, განიმტკიცა კიდეც, თუმცა აღნიშნული ზოგჯერ დამოუკიდებლობის დაკარგვასაც განაპირობებდა, ოღონდ იმ დამატებით, რომ საარსებო სივრცის არეალში კოლხეთი და ქართლი რაღაც სახით ეროვნულ თვითმყოფადობას და პოლიტიკური მდგენელით გარკვეულ ავტონომიას მაინც ინარჩუნებდნენ. ეს გარემოება კი მათ არა თუ, როგორც ეთნო-ტერიტორიულ წარმონაქმნებს, პოლიტიკური რუკიდან გაქრობას უქადდა, არამედ, როგორც ერთიან ერს გარკვეულ პრივლეგიას - დაცვის მექანიზმს სთავაზობდა, ფიზიკურად განადსგურებისაგან იცავდა, რადგან ,,ყველას მზერა“ (ელინები, რომაელები, ეგვიპტელები, სპარსელები, ჩრდილოური ტომები - კიმერიელები, სარმატები, სკვითები, ხაზარები და სხვ.) აქეთ იყო მოპყრობილი და ამ ტერიტორიისთვის ბრძოლაში, არა თუ ქართული სახელმწიფოებისთვის,  ,,ყელის გამოჭრას“ ერთმანეთისთვისაც არ მოერიდებოდნენ. 

ამიტომ ძვ. წ. აღ-ის I ათასწლეულში, სამხრეთ კავკასიის არეალი მაშინათვე მოექცა ,,დიდ დამპყრობთა“ დამზერის სექტორში. ძლევამოსილ კოლხთა და იბერთა სახელმწიფოს  ,,ერთუცნობიანი განტოლება“ - ფარის ფუნქცია, მათთვის ადვილად ამოხსნადი ამოცანა აღმოჩნდა, თუმცა შესასრულებლად რთული. მიუხედავად ამისა, ,,ბედი“ ყველამ სცადა, მათ შორის მსოფლიოს ორმა დიდმა დამპყრობელმაც - კიროს დიდმა (კიროს II) და ალექსანდრე დიდმა (მაკედონელი)  ...

ასეთ ვითარებაში ქართულ სახელმწიფოებს შესაძლებლობა ეძლეოდათ იმისა, რომ სხვადასხვა ხალხთან შეეკრათ სამხედრო კავშირი და ეს ძალა იმ მტრის წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რომელიც მათ ალმაცერად უმზერდა ... ყველა მეზობელს ერჩივნა კოლხეთიც და ქართლიც დამოუკიდებელი ყოფილიყო, ვიდრე ისინი რომელიმე ძლიერი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში აღმოჩენილიყვნენ და მერე ამ სახელმწიფოს სხვებიც დაექვემდებარებინა ან გაეკონტროლებინა ... ეს სურვილი დევიზად მოკლედ ასე გამოითქმოდა: ,,თუ მე არა, არც შენ“! ...

მაშ, გამჟღავნდა ,,ქართველთა საიდუმლო“. ამიერიდან მუდმივად ასე იქნება, ბრძოლა ამ ,,მიწის ნაგლეჯისთვის“! ... ვინც მას დაეუფლება, დაეუფლება მსოფლიოს (იგულისხმება იმ დროინდელი მსოფლიო ანუ ევრ-აზია), უკიდურეს შემთხვევაში, გააკონტროლებს მაინც. 

მაშასადამე ჩვენი შორეული წინაპრები საჭირო დროს, საჭირო ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, ,,იშვნენ ერად“ და შექმნეს ისეთი სახელმწიფო, რომლის დაცვაც მცირედი ადამიანური რესურსებითა და ეკონომიკური დანახარჯებით იყო შესაძლებელი.

სწორედ აღნიშნულმა და ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა განაპირობეს მაშინდელი ქართული სახელმწიფოების თითქმის ათასხუთასწლოვანი არსებობა, რა თქმა უნდა წინაპართა გაუგონარმა გმირობებმაც, რასაც შემდგომ სხვა ფაქტორებიც დაემატა და ქართველმა ერმა სახეცვლილი საარსებო სივრცით, მაგრამ მაინც საკუთარი მამულით, ოცდამეერთე საუკუნემდეც ჩამოაღწია (ამ ათასწლეულში შეგნებულად არ შევეხე ქსენოფონტეს ცნობებს და ქვემოთაც არ მოვიტან სტრაბონის ინფორმაციას, რადგან მათ მხოლოდ ქართველთა ყოფითი ცხოვრება აქვთ აღწერილი და არა პოლიტიკური მმართველობის სისტემები, თუმცა სტრაბონის შემთხვევაში ამ კუთხით არის ,,მცირედი გამონათება“), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და მომავლი თაობისთვის მისი გადაცემა, უკვე თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა. თითოულ ჩვენთაგანში კი, არა რომელიმე ცალკე აღებული თაობა იგულისხმება, არამედ ყველა. დიდიან-პატარიანად ყველა ის მოქალაქე, რომელთაც ოცდამეერთე საუკუნეში შედგეს ფეხი.

არა და, რას გვთავაზობს ,,ბებერი“ და ,,გაცვეთილი“ ევროპა? ... ბევრს არაფერს. ჩვენი ,,ფარის ფუნქცია“ მას ,,ცალ ფეხზე“ ჰკიდია. მისი ინტერესი შემოიფარგლება იმით, რომ საქართველო სავაჭრო საგანი გახადოს რუსეთსა და მას შორის. ჩვენი ქვეყანა, როგორც ,,ბრჭყვიალა სათამაშო“, ისე იქნას გამოყენებული - ამას დავთმობ, თუ იმას დამითმობ! ... არადა, ასეთი ფუნქცია ისტორიულად მართლაც არასდროს გვქონია, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება.

ამერიკა კი გვთავაზობს ,,ფარის ფუნქციას“, მაგრამ საკუთარი პირობებით, ჩვენს ქვეყანაში მან უნდა დააწესოს თავისი კონტროლი, ოღონდ არა ოკუპაციით, რაზეც მან კარგახნის წინ თქვა უარი სხვა ქვეყნებთან მიმართებით, არამედ მასზე ეკონომიკური დამოკიდებულებითა და საზოგადოების სიჭრელით, რომლითაც ადვილად მოახერხებს ჩვენს კონტროლს ...


მგონი სულ ეს არის! ...
ჰოდა, რის უმცირესობა ან უმრავლესობა? ... აი, რა წერია გერმანიის ,,ძირითად კანონში“ - კონსტიტუციაში (თარგმანი ჩემია):

1. ძირითადი უფლებები
მუხლი 1                                                                                                                                                                                               
1.  ადამიანური ღირსება ხელშეუხებელია. დაიცვა და პატივი სცე მას - მთელი სახელმწიფო ხელისუფლების მოვალეობაა.
2.  ამიტომ, ამ მოთხოვნის გამო, გერმანელი ხალხი ცნობს ხელშეუხებლობისა და უარყოფის გარეშე, ადამიანის უფლებებს, როგორც საფუძველს ყოველ ადამიანთა გაერთიანებებისა, მშვიდობისა და სამართლიანობისა მსოფლიოში.
3.  ქვემორე ძირითადი უფლებები, სავალდებულოა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებებისთვის, როგორც უშუალო მოქმედი უფლება.
- - - - - - - - - - - - - - - - - -
- თუ ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია, რატომ არღვევს ევროპა (გერმანია ხომ წამყვანი ქვეყანაა მანდ) ჩემს ღირსება და მთავაზობს მისი დარღვევის ხარჯზე უმცირესობათა უფლებებს? რომელიც მის კონსტიტუციაში არსად ნახსენებიც არ არის?
- - - - - - - - - - - - - - - -- -
მუხლი  2                                                                                                                                                                                                                                               
1.  ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება იმ სამყაროში, რომელშიც ის არ არღვევს სხვის უფლებებს, არ ხელყოფს კონსტიტუციურ ან ზნეობრივ ნორმებს. 
2.  ყველას აქვს სიცოცხლის უფლება და პირადი ხელშეუხებლობა. პიროვნების თავისუფლება დაურღვეველია. ჩარევა ამ უფლებებში დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე.
-----------------------
- აჰა! მაშ უმცირესობები რატომ არღვევენ ჩემს უფლებეს, როცა სურთ რუსთაველზე საკუთარი სქესობრივი ორიენტაციის პროპაგანდა დემონსტრაციის მეშვეობით? ან პიროვნების თავისუფლება რატომ შეუძლია გერმანიამ შეზღუდოს ქვემდებარე კანონებით?
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მუხლი 3                                                                                                                                                                  1.  ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.
- - - - - - - - - - - -
- ჩვენთან რატომ ითხოვენ უმცირესობების გაფეტიშებას? ... ქვემოთ თქვენ თვითონ აღმოაჩენთ ბევრ შეუსაბამობას. მე მხოლოდ ზოგიერთზე გავამახვილებ ყურადღებას ... გააგრძელეთ კითხვა!
- - - - - - - - - - - - -
2. მამაკაცები და ქალები თანასწორები არიან. სახელმწიფო ხელს უწყობს მამაკაცებისა და ქალების ნამდვილ თანასწორობას და თანამოქმედებს წარმოქმნილი მავნე შედეგების დარღვევების აღმოსაფხვრელად.
3. არავის არ უნდა მიადგეს ზიანი ან გამოეხატოს პატივისცემა მისი სქესის, წარმომავლობის, მისი რასის, მისი ენის, მისი სამშობლოს და დაბადების ადგილის,  მისი სარწმუნოების, მისი რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულებისა. არავინ არ უნდა შევიწროვდეს თავისი ნაკლოვანების გამო (ფიზიკური ან გონებრივი);
მუხლი 4                                                                                                                                                                                     
1. სარწმუნოების თავისუფლება, სინდისისა და თავისუფლება რელიგიური მსოფლმხედველობითი შეხედულებებისა, დაურღვეველია.
3. რელიგიური მსახურების შეუზღუდავად ჩატარება გარანტირებულია.
3.  არავინ არ შეიძლება აიძულო იმსახუროს იარაღით სამხედრო სამსახურში, საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ. 
მუხლი5                                                                                                                                                         
1. ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს და გაავრცელოს თავისი აზრი სიტყვიერად, წერილობით, გამოხატვის საშუალებით და შეუზღუდავად შეითვისოს ცოდნა საზოგადოებრივი წყაროებიდან. ბეჭვდითი და რადიოსა და კინოს საშვალებებით, ინფორმაციის გავრცელება გარანტირებულია. ცენზურა დაუშვებელია.
2.  ამ უფლებების საზღვრები მიითითება საერთო კანონების მიწერილობებით, საკანონმდებლო დებულებებით, ახალგაზრდების პიროვნული ღირსების უფლების დაცვისათვის. 
3. ხელოვნება და მეცნიერება, კვლევები და სწავლა თავისუფალია. თავისუფალი სწავლა არავის არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეინარჩუნოს ერთგულება კონსტიტუციისადმი.
მუხლი 6
1 ქორწინება და ოჯახი არის სახელმწიფოს განსაკუთრებული დაცვის ქვეშ.
2 ბავშვებზე ზრუნვა და მათი აღზრდა არის მშობლების ბუნებრივი უფლება და უპირატესი მოვალეობა. მათ რეალიზაციაზე თვალყურს, სახელმწიფო და საზოგადოება ახორციელებს.
- - - - - - - - - - - - - - - -
- - რას წარმოადგენს ოჯახი? ერთსქესიანთა ქორწინების სოციალურ გარემოს? ... მაშინ ბავშვებზე ზრუნვა საიდან? ... ა-ა! გაშვილებაც მოსულა? თუ ბავშვი არ დაიბადა ვის გააშვილებთ? 
- - - - - - - - - - - - - - - -
3. ბავშვები შეიძლება განცალკევდნენ ოჯახებიდან,  მათ აღრზდაზე უფლებამოსილი პირების ნების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ კანონის საფუძველზე, თუ  აღრზდაზე უფლებამოსილი პირები არ ასრულებენ თავის მოვალეობებს ან სხვა მიზეზების გამო, ბავშვები დარჩნებიან მეთვალყურეობის გარეშე. 
4.  ყოველ დედას აქვს სახელმწიფოსაგან დაცვისა და მხარდაჭერის უფლება.
(5) ქორწინებისგარეშე ბავშვები უზრუნველყოფილინი არიან საკანონმდებლო რიგითობით და იმ პირობებით საზოგადოებაში, ფიზიკური და გონებრივი განვითარების მხრივ, როგორითაც ქორწინებით დაბადებული ბავშვები. 
მუხლი 7
1.  ყველა სასკოლო საქმე იმყოფება სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ.
2.  ბავშვების აღზრდაზე უფლებამოსილ პირებს აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება ამ ბავშვების რელიგიურად განსწავლის თაობაზე.
3.  რელიგიური სწავლება საჯარო სკოლებში, არაკონფენსიონალური სკოლების გარდა, აუცილებელი საგანია. სახელმწიფო ზედამხედველობის ზიანის გარეშე, რელიგიური სწავლება მიმდინარეობს რელიგიური გაერთიანებების პრინციპების შესაბამისად. არცერთი პედაგოგი არ არის ვალდებული, თავისი უფლებების საწინააღმდეგოდ, აწარმოოს რელიგიური სწავლება.
-------------
- ჩვენთან რატომ ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო სკოლებში ამას? ... მათთან ის პედაგოგი, რომელსაც არ სურს ბავშვებს შეასწავლოს რელიგია, თავისუფლდება ამ მოვალეობისაგან და ეს ფუნქცია გადაეცემა სხვა მასწავლებელს. ჩვენთან თურმე ამის გაკეთება არ შეიძლება.
- - - - - - - - - - - - - - -
4.  კერძო სკოლების გახსნა გარანტირებულია. კერძო სკოლები, საჯაროთი შეცვლის შემთხვევაში, საჭიროებს სახელმწიფოს თანხმობას და ექვემდებარება შეცვლის კანონებს. თანხმობა უნდა მიეცეს, თუ კერძო სკოლები თავისი სასწავლო მიზნებით და ორგანიზაციით, როგორც სამეცნიერო, ასევე თავის პედაგოგთა პერსონალის კვალიფიკაციის მხრივ, არ ჩამორჩებიან საჯარო სკოლებს და არ უწყობენ ხელს მოსწავლეთა დაყოფას მშობელთა ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. თანხმობაზე უარი შეიძლება ეთქვას თუ მატერიალური და პედაგოგთა პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობა არ არის  სათანადოდ უზღუნველყოფილი. 
5.  კერძო დაწყებითი სკოლის შექმნა შესაძლებელია, თუ სასწავლო სამმართველო აღიარებს განსაკუთრებულ  პედაგოგიურ ინტერესის ქონას, ანდა ბავშვთა აღზრდაზე უფლებამოსილი  პირების შეთავაზებით, დამტკიცდება, როგორც სათემო, კონფენსიური, ანდა მსოფლმხედველობითი სკოლა, თუ საჯარო სკოლაში არ არის ამგვარი გაერთიანება. 
6.  მოსამზადებელი სკოლების აკრძალვა ძალაში რჩება.
მუხლი 8
1.ყველა გერმანელს აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების, ხმაურის გარეშე, წინასწარი განცხადებისა ან ნებართვის გარეშე.
2. ღია ცისქვეშ შეკრების შემთხვევაში ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან კანონის საფუძველზე.
- - -- - - - - - - - - -
- ეს ხომ მთლად მაგარია? ...ხმაურის გარეშეო, კაცო! თანაც შეკრების შეზღუდვა შესაძლებელია ქვემდებარე სამართლებრივი აქტებით.
- - - - - - - - - - - - - - - - - -
მუხლი 9
1.  ყველა გერმანელს აქვს კავშირებისა და საზოგადოებების ჩამოყალიბების უფლება.
2. გაერთიანებები, რომელთა მიზნები და საქმიანობა ეწინააღმდეგება სისხლისსამართლის კანონებს, ანდა მიმართულია კონსტიტუციური წყობილების საწინააღმდეგოდ, ანდა ხალხთა შორის ურთიერთგაგების საწინააღმდეგოდ, აკრძალულია. 
- - - - - - - - -
- რა ხალხთა ურთიერთგაგებაა სექსუალური უმცირესობები? ... ჩვენთან რატომ არ გინდათ მისი აკრძალვა?
- - - - - - - - - - -
3.  უფლება, შექმნას გაერთიანება დაცვის, შრომის პირობების გაუმჯობესების და ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღების, გარანტირებული აქვს თითოეულ და ყველა პროფესიულ კავშირს. შეთანხმება, მიმართული უფლების შეზღუდვისაკენ, ანდა შეფერხების მცდელობისაკენ, არანამდვილია, ხოლო ამისკენ მიმართული ღონისძიებები - კანონსაწინააღმდეგო. ღონისძიებები, მიღებული მე-12-ა მუხლით; 35-ე მუხლის აბზაც. 2 და 3, 87-ა მუხლის აბზაცი 4 და 91-ე მუხლით, არ შეიძლება იყოს მიმართული აქციების წინააღმდეგ, რომლებიც მიჰყავთ გაერთიანებებს, მითითებული პირველ აბზაცში, დაცვის ან შრომის პირობების და მეურნეობის გასაუმჯობესებლად.
მუხლი 10   
1. მიმოწერის საიდუმლოება, თანაბარია საფოსტო, სატელეგრაფო და სატელევიზიო საიდუმლოებისა და  ურღვევია.
2.  შეზღუდვები წესდება მხოლოდ კანონის საფუძველზე. ამ კანონმა შეიძლება დაადგინოს, რომ დაინტერესებულ პირს ამ შეზღუდვების შესახებ არ ეცნობება თუ ისინი მიმართულია თავისუფალი დემოკრატიული წყობილების დაცვისაკენ, ანდა ფედერაციის არსებობისა და შენარჩუნებისათვის, ანდა რომელიმე მიწისადმი, ხოლო, სასამართლო წესრიგი იცვლება სპეციალური ან დამხმარე ორგანოს შემოწმებით, დანიშნული სახალხო წარმომადგენლობის მხრიდან.
მუხლი 11 
1.  ყველა გერმანელი თავისუფლად გადაადგილდება მთელს ფედერალურ ტერიტორიაზე.
2.  ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით, ანდა კანონის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს შესაბამისი მატერიალური საფუძვლები მისი განხორციელებისათვის და რის გამოც, წარმოიქმნება განსაკუთრებული სიძნელეები საზოგადოებისთვის, ანდა, როცა ასეთი შეზღუდვები აუცილებელია საშიშროების აღმოსაფხვრელად, მიმართული თავისუფალი დემოკრატიული წყობილებისადმი, ფედერაციისადმი, ანდა, რომელიმე მიწისადმი, ანდა მათი არსებობისადმი, ანდა, როცა ისინი აუცილებელია ეპიდემიის, სტიქიური უბედურობების ღონისძიებების, ანდა განსაკუთრებით უმძიმესი უბედური შემთხვევებისას, ზედამხედველობის გარეშე დარჩენისაგან, ახალგაზრდების დაცვისთვის, ანდა დანაშაულის აღმოფხვრისათვის.
მუხლი 12 
1. ყველა გერმანელს აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი პროფესია, სამუშაო ადგილი და განათლების ადგილი. პროფესიული დასაქმება რეგულირდება კანონით, ანდა კანონის საფუძველზე. 
2.  არავინ არ შეიძლება იყოს ძალდატანებული, გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად, გარდა  ჩვეულებრივისა, ყველასათვის საყოველთაო და თანასწორი საჯარო ვალდებულების შემთხვევისა. 
3. ძალდატანებითი სამუშაოს შესრულება დასაშვებია თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.
მუხლი 12-ა
1. თვრამეტ წელს მიღწეული მამაკაცები, შეიძლება იყვნენ ვალდებულნი გაწიონ სამხედრო სამსახური  შეიარაღებულ ძალებში, ფედერალურ სასაზღვრო დაცვაში, ანდა სამოქალაქო თავდაცვის კორპუსში.   
2. ის, ვინც სინდისის მოტივით უარს იტყვის იარაღით გაწიოს სამხედრო სამსახური, შეიძლება იყოს ვალდებული, შემცვლელი სამსახურის გაწევაზე.  შემცვლელი სამსახურის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო სამსახურის ვადას. დაწვრილებითი საკითხები რეგულირდება კანონით, რომელმაც არ შეიძლება დაარღვიოს სინდისის თავისუფლება, პირიქით უნდა უშვებდეს შემცვლელი სამსახურის შესაძლებლობას, რომელიც არ არის დაკავშირებული სამხედრო ნაწილებთან, ანდა ფედერალურ სასაზღვრო დაცვასთან. 
3.  სამხედრო ვალდებულების მქონე, სამსახურში არ გაწვეული პირები, პირველი და მეორე აბზაცის შესაბამისად, შეიძლება კანონით, ანდა კანონის საფუძველზე, თავდაცვის შემთხვევაში,  იყვნენ ვალდებულნი, სამუშაო ურთიერთობების მიხედვით, სამოქალაქო მორჩილებით, თავდაცვის მიზნებისთვის, მოსახლეობის დაცვის ჩათვლით; საჯარო-სამართლებრივი სამსახურის ურთიერთობებისას, მოვალეობები ეკისრებათ მხოლოდ პოლიციური დავალებების შესრულებისათვის, ანდა უმაღლესი სახალხო ადმინისტრაციის ისეთი დავალებისათვის, რომლებიც შეიძლება შესრულდეს მხოლოდ სახალხო-სამართლებრივი დამოკიდებულების შემთხვევაში. სამუშაო ურთიერთობების გამოყენებას, მითითებული პირველ წინადადებაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სამხედრო ძალებთან, მომარაგების სფეროში, აგრეთვე სახალხო ადმინისტრაციის შემთხვევაში; მოვალეობების დაკისრება სამუშაო ურთიერთობებისას, სამოქალაქო მოსახლეობის მომარაგების სფეროში დასაშვებია, მხოლოდ მისი სასიცოცხლო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ანდა მისივე დაცვისათვის. 
4. თავდაცვის შემთხვევაში, თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნილება სანიტარულ-სამკურნალო დაწესებულებებში და სტაციონალურ სამხედრო ჰოსპიტალებში სამოქალაქო მომსახურებისა, ნებაყოფილობით  საფუძველზე, შესაძლებელია 18-დან 55-წლამდე ქალების მიწვევა ამგვარი მომსახურების გასაწევად. არ შეიძლება მათ ეს იაღარით შეასრულონ.
5.  თავდაცვის მოქმედების პერიოდში, მესამე აბზაცში მითითებული მოვალეობები, შეიძლება დაეკისროთ მხოლოდ მე-80-ა მუხლის პირველი აბზაცის დებულების შესაბამისად. მომსახურების შესრულების ვალდებულება, მითითებული მესამე აბზაცში, რომელიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, ანდა უნარ-ჩვევებს, კანონით ან კანონის საფუძველზე, შეიძლება გადაისინჯოს, სასწავლო ღონისძიებებში მონაწილეობის თვალსაზრისით.  პირველი წინადადება ამ ურთიერთობებში არ გამოიყენება.
6.  თავდაცვითი მდგომარეობის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ძალა ოლქებში, მითითებული მესამე აბზაცის მეორე წინადადებაში, თუ არ იქნა დაკმაყოფილებული სამოხალისეო საფუძველზე, გერმანელების თავისუფლება, შეწყვიტონ მუშაობა პროფესიით, ანდა დატოვონ სამუშაო ადგილი, შეიძლება შეზღუდული იქნას კანონით ან კანონის საფუძველზე, ამ მოთხოვნილების აღსასრულებლად. თავდაცვის მდგომარეობის შემოღებისას პასუხმგებლურად მოქმედებს მეხუთე აბზაცის პირველი წინადადება.
მუხლი 13
1. საცხოვრებელი ხელშეუხებელია.
2. ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მოსამართლის განკარგულებით, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა დაყოვნების საშიშროებაა, აგრეთვე, სხვების განკარგულებით, კანონით გათვალისწინებული ორგანოების მიერ და კანონით დადგენილი წესით.
3.  შენობაში შეღწევას და თავისუფალი მოქმედების შეზღუდვას, შეიძლება საერთო წესების შესაბამისად, ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საზოგადოებრივი საშიშროება, ანდა სასიკვდილო საშიშროება ცალკეული პირებისთვის. ხოლო კანონის საფუძველზე, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის, სახელდობრ, შენობებში, სასწრაფო აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად, ეპიდემიებთან ბრძოლისას და ახალგაზრდებისთვის საშიშროების დამუქრების შემთხვევაში.
მუხლი14                                                                                                                                                                                                          1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება გარანტირებულია. მისი შედგენილობა და უკიდურესობები დგინდება კანონით.
2.  საკუთრება ავალდებულებს. მისი მოხმარება ამავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას.
3.  საკუთრების განკვეთა დასაშვებია, მხოლოდ კეთილდღეობის საერთო მიზნებისთვის. ის შეიძლება განხორციელდეს კანონით ან კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს ანაზღაურების ხასიათს და ზომას. ანაზღაურება განისაზღვრება საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნებისა და შემხებლობაში მყოფი პირის ინტერესების გათვალისწინებით. დავის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ანაზრაურების მოცულობასთან, შესაძლებელია საერთო კონპეტენციის სასამართლოსთვის მიმართვა.
  მუხლი 15
მიწა და წიაღისეული, ბუნებრივი რესურსები და წარმოების საშუალებები გაერთიანებული მიზნებისთვის, შეიძლება გადაყვანილი იქნეს საზოგადოებრივ საკუთრებაში, ანდა სხვა საზოგადოებრივი მეურნეობის ფორმებში, კანონის თანახმად, რომელიც არეგულირებს ანაზღაურების ზომებსა და სახეობებს. ანაზღაურების მიმართ მოქმედებს მე-14 მუხლის მესამე აბზაცის მესამე და მეოთხე წინადადებები.
მუხლი 16
1. გერმანიის მოქალაქეობის ჩამორთმევა არავისთვის არ შეიძლება. მოქალაქეობის დაკარგვა შეიძლება მოხდეს, მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო დაინტერესებული პირის ნების საწინააღმდეგოდ, მარტო იმ შემთხვევაში, თუ ის ამით არ რჩება მოქალაქეობის გარეშე.
2.  არცერთი გერმანელი არ შეიძლება გადაეცეს უცხო ქვეყანას.
მუხლი 16ა8
1.პირები, რომლებიც პოლიტიკური შეხედულების გამო იდევნებიან, ფლობენ თავშესაფარის უფლებას.
2.  ის, ვინც ჩამოსულია ევროპის საზოგადოების წევრ ქვეყნებიდან, ანდა სხვა მესამე სახელმწიფოებიდან, სადაც უზრუნველყოფილია ლტოლვილების სტატუსზე კონვენციის მოქმედება და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენცია, არ შეიძლება ეყრდნობოდეს პირველი აბზაცის დებულებას. ევროპულ საზოგადოების გაერთიანებაში არ შემავალი ქვეყნები, რომლებზეც ვრცელდება მიმდინარე აბზაცის პირველი დებულება, განისაზღვრება კანონით, რომელიც უნდა დამტკიცდეს ბუნდსრატის თანხმობით. შემთხვევებზე, რომლებიც მითითებულია პირველ წინადადებაში, პირის ყოფნის შეწყვეტის ღონისძიებები, შეიძლება განხორციელდეს შემოსული საჩივრების დამოუკიდებლად.
3. კანონით, რომელიც ბუნდესრატის მოწონებას ითხოვს, შეიძლება იყოს განსაზღვრული სახელმწიფოები, რომლებშიც სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, სამართლის გამოყენება და საერთო პოლიტიკური პირობები არ არსებობს და ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობა ან დამამცირებელ დასჯას, ან დამამცირებელ მოპყრობას. ივარაუდება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ერთ-ერთ ასეთ სახელმწიფოებიდან, არ არის დევნილი, მანამ, ვიდრე არ წარადგენს დამადასტურებელ ფაქტებს, იმის თაობაზე, რომ ის ვარაუდის საწინააღმდეგოდ არის დევნილი, თავისი პილიტიკური შეხედულების გამო.
4. პირის,  ყოფნის შეწყვეტის ზომების განხორციელება დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტო იმ შემთხვევებში, რომელიც მითითებულია მესამე აბზაცში და სხვა შემთხვევებში, რომლებიც არასაფუძვლიანია ან განიხილება, როგორც ნამდვილად არასაფუძვლიანი, თუ არსებობს სერიოზული ეჭვები ყოფნის სამართლიანობაში: შემოწმების მოცულობა შეიძლება შეიზღუდოს და გვიანი შუამდგომლობები არ იქნას გათვალისწინებული, განცხადების მიღების ვადების დარღვევის შემთხვევაში.
5. 1-4 აბზაცების დებულებები არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოთაშორის დადებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ხელშეკრულებებს - ევროპული საზოგადოების წევრებს, ერთმანეთთან და მესამე სახელმწიფოებთან, რომლებიც შეეხება წესებს და არეგულირებენ შუამდგომლობების შემოწმებას, თავშესაფრის მიცემის თაობაზე, განსაზღვრავენ ურთიერთჩართულობას, გადაწყვეტილების მისაღებად, რათა მიეცეთ თავშესაფარი, ვალდებულების შესრულებით, გამომდინარე კონვენციიდან, ლტოლვილთა სტატუსის შესახებ და ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციიდან და ძირითადი თავისუფლებებიდან, რომელთა დაცვა  უნდა იყოს გარანტირებული სახელმწიფოების მიერ - ამ ხელშეკრულებების მონაწილეთა მხრიდან.

მუხლი 17
ყველას აქვს უფლება, როგორც ცალკე, ასევე სხვა პირებთან ერთად, მიმართოს წერილობით, თხოვით ან საჩივრით, კომპეტენტურ ორგანოებს და სახალხო წარმომადგენლობით ორგანოებს.   
მუხლი 17-ა9
1. სამხედრო და შემცვლელი კანონებით, შეიძლება დადგინდეს, რომ სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთათვის, ანდა პირებისთვის, რომლებიც არიან შემცვლელ სამსახურში, სამსახურის პერიოდში, ეზღუდებათ თავისი აზრის სიტყვიერად წარმოთქმა და გავრცელება, წერილობით და გამოხატვის საშუალებით (მე-5 მუხლის პირველი აბზაცის, პირველი წინადადების, პირველი ნახევარი), თავისუფალი შეკრების ძირითადი უფლება (მუხლი 8), აგრეთვე პეტიციის (მუხლი 17) უფლება, იმ შესაძლებლობით, რომლითაც ის იძლევა საშუალებას მიმართონ კოლექტიური თხოვნით ან საჩივრით.
2.  თავდაცვას მიკუთვნებული კანონებით, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ჩათვლით, შეიძლება დადგინდეს შეზღუდვა ძირითადი უფლებების, თავისუფალი გადაადგილების (მუხლი 11) და საცხოვრებელის ხელშეუხებლობის (მუხლი 13). 
მუხლი 1810 
ყველა, ვინც გამოიყენებს თავისუფლებას აზრის გამოხატვისათვის, კერძოდ ბეჭვდის თავისუფლებას (მე-5 მუხლის 1 აბზაცი), გადმოცემის თავისუფლებას (მე-5 მუხლის 3 აბზაცი), შეკრების თავისუფლებას (მუხლი 8), გაერთიანების თავისუფლებას (მუხლი 9), მიმოწერის საიდუმლოებას, საფოსტო, სატელეგრაფო და სხვა ელექტროკავშირს (მუხლი 10), საკუთრების უფლებას (მუხლი 14), ანდა თავშესაფარის უფლებას (მუხლი 16-ა), თავისუფალი დემოკრატიული წყობილების საფუძვლების წინააღმდეგ ბრძოლაში, კარგავს ამ ძირითად უფლებებს. ფაქტები და ზღვარი მითითებული დაკარგული უფლებებისა, განისაზღვრება ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
- - - - - - - - - - - - - -
- აქ კი გვმართებს ამ მუხლის კარგად განმარტება. მაშასადამე, თუ თავისი ქმედებით უმცირესობა დაარღვევს თავისუფალი დემოკრატიული წყობილების საფუძვლებს იმით, რომ სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას დაიწყებს მსვლელობებითა და საჯარო სივრცეებში შეკრებებით, რაც გამოიწვევს უმრავლესობის მღელვარებას და ურთიერთდაპირისპირებას, შესაძლებელია სამოქალაქო ომსაც, მას უნდა ჩამოერთვას ძირითადი უფლებები ... ჩვენთან თურმე ეს არ შეიძლება და ყველა უფლება თურმე გარანტირებული უნდა იყოს.
- - - -- - - - - - - - - - - - - -
მუხლი 19
1 რადგან, ,,არსებული ძირითადი კანონის“ თანახმად, რომელიმე ძირითადი უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით, ანდა კანონის საფუძველზე, ასეთი კანონი უნდა ატარებდეს საერთო ხასიათსა და არ განეკუთვნებოდეს ცალკეულ შემთხვევებს. ამის გარდა კანონში უნდა იყოს დასახელებული ეს ძირითადი უფლება, ძირითადი კანონის მუხლის მითითებით.
- - - - - - - - - - - - - - - -
= სწორედაც, კანონი საერთო ხასიათისა უნდა იყოს და ამის უფლება არ უნდა მიეცეს არცერთ სოციალურ ჯგუფს (უმცირესობა-უმრავლესობას) ... საფრთხის შემთხვევაში  ქვეყანა უპირველეს ყოვლისა!
- - - - - - - - - - - - - 
2.  ძირითადი უფლების არსებითი შინაარსი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხელშეხებული.
- - - - - - - - - - - -
- ხედავთ?
- - - - - - - - - - -
3.  ძირითადი უფლებები აგრეთვე ვრცელდება გფრ-ის იურიდიულ პირებზე, რადგან ეს უფლებები შეიძლება გამოყენებული იყოს მათ მიმართ.
4.  თუ, რომელიმე პირის უფლებები დაირღვა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, მას აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. რადგან არ არის დადგენილი სხვაგვარი სასამართლო პასუხისმგებლობა და მოქმედებს ჩვეულებრივი სასამართლო წესი. ეს პრინციპი არ ეხება მე-10 მუხლის მეორე აბზაცის დებულებას.
- - - - - - - - -
- ნახეთ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი და თვითონ მიხვდებით ყველაფერს.
- - - - - - - - - -

რას იტყვით? ...

მე, არ წარმოვადგენ მოძალადე ადამიანს ან მის მომხრეს, რადგან ასაკოვანი გახლავართ და არც ვინმეს უფლებების შეზღუდვას ვუჭერ მხარს. ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ და მოიქცეს ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს მის რეპუტაციას ანდაც წარმოშვას სოციალური დაპირისპირება, ღმერთმა ნუ ქნას, სამოქალაქო ომი. ამიტომ პასუხისმგებლობა სამივე მხარეს ეკისრება: სახელმწიფოს და დაპირისპირებულ ჯგუფებსა თუ გაერთიანებებს.

ამ უკანასკნელთა ურთიერთდაპირისპირებაში არ არსებობს უმცირესობა იმ განმარტებით, რომ მას სურს რაღაც და სახელმწიფოს ვალდებულებაა მისი დაცვა.
ჩვენი ქვეყნის საზოგადოების ყველა ჯგუფი და კონფესიური გაერთიანება უნდა შეთანხმდეს საერთო თამაშის წესებზე და სახელმწიფო დაავალდებულოს, ის აისახოს კანონში ... გამოსავალი აი ეს არის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები