ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2021


ამ ქვეყანაში ღირდა გაჩენა

ვწევარ ჰამაკში, ვკითხულობ ვაჟას,
ზვიადაურიც მტკივა, ალუდაც,
მე პოეტების ვაფასებ გარჯას
და არწივების ვუმღერ საბუდარს.

ვწევარ ჰამაკში, ჩვენი მთის არწივს
ვუქებ კალამს და ვუქებ მარჯვენას,
სულ არ მადარდებს მათოვს თუ მაწვიმს,
ამ ქვეყანაში ღირდა გაჩენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები