ნაწარმოებები



ავტორი: მზიანე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ივლისი, 2021


მათქმევინეთ ბოდიში!

ამ ბოლო დროს რაღაც მომეტებულად მიჩნდება ხოლმე ბოდიშის მოხდის სურვილი!
განა იმიტომ,რომ ვაშავებ,ვაფუჭებ,(რავი,იქნებ მთლად არც უმაგისობაა)არამედ იმის გამო,რომ ძალიან მინდა აღმოვაჩინო ,იქნებ და ვინმე არასწორად შევაფასე, არასწორად გავიგე მავანის ქმედება, ცუდად  დავინახე,ვერ  დავაფასე მისი სიკეთე თუ კეთილგანწყობა. ახლა კი ისე მოიქცა და ისეთი რამ  გამოამჟღავნა,რომ შემრცხვა ჩემი არასწორი ფიქრებისა თუ ქმედებებისა.
როგორ მინდა დავინახო, რომ თურმე  ვცდებოდი!
დღეში ალბათ ათჯერ, ათასჯერ მოვუბოდიშებ!....
ბოდიშის მოხდის საშუალება მომეცით,ხალხნო!
მაგრამ,სამწუხაროდ,მხოლოდ საკუთარ თავთან მიწევს თავდახრილი ყოფნა იმისათვის,რომ ხშირად ვატყუებდი მას მავანზე და მავანზე კეთილშობილი და გადამეტებული წარმოდგენებით!
პ.ს.
ჰოდა,ბოდიში მზიაკო საყვარელო,ვეცდები რომ აწი მაინც აღარ დამჭირდეს შენთვის მობოდიშება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები