ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2021


გერტრუდას პასუხები-11

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ისე ვუცდიდი შენს წერილებს, როგორც ფრონტიდან,
ნიშნად იმისა, რომ ეს ომი მალე მორჩება,
ხარ ჩემი სულის გაღვიძება და განორჩება,
ხარ ჩემი სულის ზედაპირი, ხარ სულის სიღრმე,
რამდენი რამე იმალება ამ სიტყვებს მიღმა?
რამდენი რამე იქარგება უკუღმა, წაღმა,
რამდენჯერ უნდა აგვიფეთქდეს ფეხებქვეშ ნაღმი?
რამდენჯერ უნდა მივაკითხოთ უვრცეს რუბიკონს?
რამდენჯერ უნდა შევიცვალოთ რიტმი, მუსიკა?
რამდენჯერ უნდა წავიცეკვოთ სხვების დაკრულზე?
რამდენი უნდა ვაფერადოთ ტილო აკრილით?
ათასი ღამე, ნეტავ მარტომ, როგორ ვათენო?
წყალს წაუღია ამ წერილში სიტყვა-რამდენი,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ისე ვუცდიდი შენს წერილებს, როგორც ფრონტიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები