ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2021


მე რომ….

მე რომ მეცხოვრა შენზე მეტი,ან უფრო ცოტა,
ეს სულ ერთია,ოდესღაც ხომ მაინც დაგთმობდი,
მერე ჩამოშლილ მოგონების ეპიზოდიდან,
წავშლიდი ფიქრებს, როგორც მეწყერს უკვე ჩამოვლილს.

მე რომ მეფიქრა შენზე მეტი,ან უფრო ცოტა,
ისევ ნათენებ ღამეების ცრემლში გაგხვევდი,
თუ ვეღარასდროს მოვრჩებოდი უაზრო მოთქმას,
მე ყველა ჩვენი მოგონების ფურცელს დავხევდი.

მე რომ შემეძლოს შენზე მეტი ან უფრო ცოტა,
ამ ერთ სიყვარულს უსათუოდ მოვიპარავდი,
მერე სიგიჟეს ვითამაშებ საკუთარ მე’სთან,
რომ გაგყოლოდი საიქიოს აწ და მარადის.

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს