ნაწარმოებები



ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2021


ქართველი დედა (ნაწყვეტი წიგნიდან „კობა ხარაბაძე“)

ქართველი დედა

(ნაწყვეტი წიგნიდან „კობა ხარაბაძე“)


ქართველი დედა მაინც რა არის.

ქუთაისის ციხეში ვიჯექი.

იყვნენ პატიმრები, დიდი „სროკები“ რომ ჰქონდათ, დროთა განმავლობაში, ცოლებმაც რომ მიატოვეს, შვილებიც რომ არ ნახულობდნენ.

მაგრამ დედა ყოველთვის მოდიოდა.

პენსიონერი თუ იყო, პენსიიდან უკანასკნელი კაპიკებით პროდუქტს ყიდულობდა და შვილისთვის „პერედაჩა“ მიჰქონდა.

არც ერთი პატიმარი არ მინახავს, რომლის დედას, თუ დედა ცოცხალი ჰყავდა, შვილი დაევიწყებინოს და მისთვის „პერედაჩები“ არ ეტარებინა.


(ჩაწერილია კობა ხარაბაძის მონათხრობის მიხედვით)

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა)

17.07.2021



რუსულენოვანი თარგმანი გამოქვეყნებული 2021 წლის 17 ივლისს ვებ-გვერდზე:
https://proza.ru/2021/07/17/1377

© Copyright: Кахабер Родинадзе Адвокат Батуми, 2021
Свидетельство о публикации №221071701377


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები