ნაწარმოებები



ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2021


#####

მთვარე ხის ტოტებს ჩამოეგო ცულის ტარივით,
და ფოთოლ-ფოთოლ აედევნა ქუჩებს ნიბლია,
ძველ აივნებზე, შემოხვეულს, როგორც ტალავერს
ბავშვობას სხლი და სიცივეა შენი ალიბი.
დღეები მხრებზე თავშალივით წამოგახურეს
არემარე კი დაემსგავსა დაკემსილ ფარჩას,
ახლა თვალები მოგაგონებს კარებს გახურულს
რომლის უკანაც ხელჩაქნეულ წლებივით ჩარჩი...
შემობრუნების მცდელობაც კი ცაზე შორია,
ღმერთ დაკარგული დღეებიც ვერ მოისახადე,
ცხოვრება ალბათ დედისერთებს ასე იშორებს,
ტყვიის მაგივრად მარტოობას ბედად დაახლის.
ჩამოატარეს ყველა კიბე ნირწამხდარ ხელებს,
და ფიქრთან როგორც უძვირფასეს მოლურჯო მკვდართან,
კუბოს ფიცრამდე მიმცილებელს ბალახიც ელის,
რომ გაუწმინდოს ტალახისგან დასვრილი კვართი.
ხეებმაც უკვე წვერებივით ხავსი მოუშვეს,
ქარები ისევ ჩაგიქრობენ ანთებულ სანთელს,
გგონია ყულფის გამონასკვით შენს თავს უშველი
და იხსნი გულზე იარებით განასკვულ თასმას...
თავსხმა წვიმაში აედევნა ქუჩებს ნიბლია,
იცი არა ხარ შენს თავთანაც ახლა მართალი,
და თვითმკვლელობას, გამოსავალს ასე ბანალურს,
ვერანაირი ტკივილებით ვეღარ ამართლებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები