ნაწარმოებები



ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2021


დაბადების დღე

36  გრადუსი გარეთ.
36  ჩემი ასაკი.
ვარ  დასიცხული და ჩემი  ტანი
გდია ხმელეთზე,
ვით ნაგასაკი
და იწამლება ამდენი შხამით,
ამდენი ზიზღით  და  სიცივეთი.
მეგონა, მქონდა იმისი  თავი,
ისევ ბავშვივით  თუ  ვიცინებდი.
მოათრევს ძუსა ღორღს ავი პირით,
ურევს მოგლეჯილ წაბლის მასალას.
ვზივარ  და ისევ ცრემლებით  ვტირი
ვაჟას ,,შვლის ნუკრის თავგადასავალს,,
აღარ  დამთავრდნენ ხელში  თოფებით,
შვილებს მგლებივით  ზრდიან მამები.
სველი  აქვთ ისევ  შაოსან დედებს
ცრემლით  თვალები  და  წამწამები.
ყველაფერი მაქვს ,რაც შრომამ მომცა:
სახლი, რომელსაც ჯანი  შევწირე.
ღმერთო ,ალბათ,  შენ ყოველდღე მლოცავ,
იქნებ  ამადაც ,ბედსაც  ვეწიე-
და იციანიან  ჩემი  შვილები,
აი,ეს არის  ბედნიერება!-
მაგრამ ვიღაცის  შვილს სადღაც შია,
ვიღაცის მამას  არ  ემღერება.
ბოდიში,ღმერთო ,ვარ მოუცლელად,
უსწორ-მასწორო  ამა სოფლისთვის.
და პატიებას  ვითხოვ გულწრფელად,
ამქვეყნად ჩემი კარგად ყოფნისთვის !











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები