არაყიშვილის ასახვევთან ატელიეა. წლებია აქ ვარ. უსახელო მეგარდერობე. რა ვქნათ, რომ ყოფა ავირჩიე მერკანტილური. ყოფას ვინ ჩივის. ღამეებიც გატეხილია, როცა შვიდისკენ ჩამანაცვლებს ქურთი ახმედი. ახმედი უკვე წლებია, რაც არის დარაჯი- ატელიესი. ღამეების. ვამბობ გადაჭრით, ახმედი მხოლოდ ღამეების თევით დაბერდა. წასვლამდე დავლევთ თითო ფინჯან ჩაის და ყავას. მე უძილობას ვემტერები. ის-ძილთან ბრძოლობს. მოვწევთ სიგარეტს, გავუღიმებ და ვეტყვი ბოლოს: გატეხე ძილი. მე სიზმრების იმედად წავალ...