ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
20 ივლისი, 2021


Ф. И. Тютчев - Наш век

თედორე ტიუტჩევი - ჩვენი დრო

ხორცზე მეტად ეს დრო სულს ხრწნის, გათელს,
სპლინი უცვლის კაცს ნუგეშს და ფრფინვას...
სიბნელიდან მიესწრაფვის ნათელს
და მპოვნელი - ამბოხდება, დრტვინავს.

ურწმუნობა ასავათებს, შაშრავს,
აუტანელს ითმენს ტანჯვას, წყლულებს...
გულისხმაჰყოფს - იღუპება, მაგრამ,
შევედრება არ სურს რწმენის მწყურველს...

დახშულ ბჭესთან არასდროს არ შესთხოვს
გადარჩენას ლოცვითა და ცრემლით:
„შემომიშვი! - მცირედმრწმენი, ღმერთო
და განკურნე ურწმუნობა ჩემი!..“

20 ივლისი, 2021 წ.



Ф. И. Тютчев - Наш век

Не плоть, а дух растлился в наши дни,
И человек отчаянно тоскует…
Он к свету рвется из ночной тени́
И, свет обретши, ропщет и бунтует.

Безверием палим и иссушен,
Невыносимое он днесь выносит…
И сознаёт свою погибель он,
И жаждет веры… но о ней не просит…

Не скажет ввек, с молитвой и слезой,
Как ни скорбит перед замкнутой дверью:
«Впусти меня! — Я верю, Боже мой!
Приди на помощь моему неверью!..»

10 июня 1851

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები