ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: იუმორისტული
23 ივლისი, 2021


აიცერით, აიცერით!

აიცერით, აიცერით!

აიცერი „ფაიზერით“,
ფაიზაღი კარგია,
ვაქცინების „კაიზერი“
სნეულთათვის მარგია.

„ფაიზერს“ თუ არ ენდობი,
აიცერი „მოდერნით“,
ეჭვი ნუ გაქვს, ვერ გახდები
„ვაი-ფაის“ მოდემი.

თუ ვერ იტან ამერიკულს
აიცერი „სპუტნიკით“,
არ მოაგავს აფერისტულს
ვაქცინები პუტინის.

თუ არ გინდა არც რუსული,
არის „ასტრა-ზენეკა“,
მისით ქრება ვირუსული
და შორს გადაშენდება.

ევროპის არ გევასება? -
მაშინ გირჩევ „სინოვაკს“,
ან „სინოფარმს“ - მის მსგავსებას,
სხვებში ამოიცნობა.

თუ მზად არ ხარ ასაცრელად
და ხარ ანტივაქსერი,
იცოდე, რომ ასაცელად
თვით სიკვდილი დაგცქერის!

23 ივლისი, 2021 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები