 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 24 ივლისი, 2021 |
სანამ ბოლომდე გადავიწვი, როგორც უწყლოო ჰიდროსტატი, როგორც უცეცხლო ჰეროსტრატე, მინდა, მკლავებზე გადამიწვე, როგორც ქმნილება-დიდოსტატის. სანამ ღამეები აივსება მუნჯი სიზმრებით და უტიტრებოდ, იქნებ, გავიხსენოთ უტიფრობა, უენძელებო და უტიტებო, უცისფერო და ალისფერი. სანამ წყალს მოგიტან უდაბნომდე, სანამ რიგებია ქარავანთა, ტიტი-კაკასთან და ფარავანთან, სადაც ფრთები არის ფარვანათა, შელახული და უდაფნოო. სანამ სიკვდილთან პაემანზე, პატარძალივით ვაგვიანებ, შენახული და ნაღვლიანი, მინდა, სიცოცხლე ვაღიარო, ტაიტიზე და კაიმანთან. სანამ ბოლომდე გადავიწვი. მინდა მკლავებზე გადამიწვე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|