ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 ივლისი, 2021


Николай Заболоцкий - Некрасивая девочка

ნიკოლაი ზაბოლოცკი - უშნო გოგონა


ეზოს უამრავ ონავარ ბალღში
ბაყაყს მოაგავს გოგონა ხმელი,
აცვია შორტი, პერანგი თხელი,
თმის კულულები გაშლია ჟღალი,
მრუდე კბილება, მოგრძო პირსახის,
ძალზე უშნოა და მაიმახი.
ველოსიპედი მის ორ ამხანაგს
გუშინ უყიდეს მათმა მშობლებმა,
დაქრიან, ჭამაც არ აგონდებათ
და არც დობილი ახსოვთ ამხანად,
ის კვალში დასდევს და არ შორდება.
არ ეხარბება მას მეგობრების,
ახარებს მათი გულგასახარი, 
წასკდება წრფელი კისკის-ხარხარი,
ბედნიერია გოგო ცხოვრებით.

არ შურს, მზაკვარ აზრს არ ჩაისახლებს,
ალალი გულით შეუმცდარია,
მისთვის ყოველი არის სიახლე,
ცოცხალი, ის რაც სხვისთვის მკვდარია!
და გულს მომიკლავს იმაზე ფიქრი,
დადგება ჟამი, დაიწყებს ტირილს,
როცა დობილთა კრებულში მჯდარი,
მიხვდება - რარიგ უშნო, გონჯია!
მსურს მწამდეს,  გული არ ჰგავს თოჯინას,
არ დაიმსხვრევა ანაზდად ბზარით!
მე მინდა მწამდეს, ის წმინდა ცეცხლი,
გულის სიღრმეში რომელიც ღვივის,
მარტო გაუძლებს უსაზღვრო ტკივილს,
უმძიმეს ქვალოდს გაალხობს ცხელი!
ულაზათოა თუმცა იერით
და ვერ მოგვხიბლავს მისი ხატება,
მაგრამ ნარნარი სული  ყრმისებრი,
ყოველ მის ჟესტში აისახება.
თუ ეს ასეა, მშვენიერება
რაა და რატომ აღმერთებს ხალხი?
ცარიელ ჭურჭელს ის მიედრება,
თუ არის ჭურჭლის ციმციმა ალი?

29 ივლისი, 2021 წ.



Николай Заболоцкий -
Некрасивая девочка

Среди других играющих детей
Она напоминает лягушонка.
Заправлена в трусы худая рубашонка,
Колечки рыжеватые кудрей
Рассыпаны, рот длинен, зубки кривы,
Черты лица остры и некрасивы.
Двум мальчуганам, сверстникам её,
Отцы купили по велосипеду.
Сегодня мальчики, не торопясь к обеду,
Гоняют по двору, забывши про неё,
Она ж за ними бегает по следу.
Чужая радость так же, как своя,
Томит её и вон из сердца рвётся,
И девочка ликует и смеётся,
Охваченная счастьем бытия.

Ни тени зависти, ни умысла худого
Ещё не знает это существо.
Ей всё на свете так безмерно ново,
Так живо всё, что для иных мертво!
И не хочу я думать, наблюдая,
Что будет день, когда она, рыдая,
Увидит с ужасом, что посреди подруг
Она всего лишь бедная дурнушка!
Мне верить хочется, что сердце не игрушка,
Сломать его едва ли можно вдруг!
Мне верить хочется, что чистый этот пламень,
Который в глубине её горит,
Всю боль свою один переболит
И перетопит самый тяжкий камень!
И пусть черты её нехороши
И нечем ей прельстить воображенье, -
Младенческая грация души
Уже сквозит в любом её движенье.
А если это так, то что есть красота
И почему её обожествляют люди?
Сосуд она, в котором пустота,
Или огонь, мерцающий в сосуде?

1955 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები