საკურთხეველი მისი ძღვენით დამძიმებული სისხლით დასვრილი სიტყვით სულდგმული, შეირყა. ჩვენ, შვილობილი ჯვარცმულები აღარ ვუყვარვართ! რადგან წყლად ვაქცევთ იმათ ღვინოს, იმათ მუსაიფს.
შენ ლეღვის ხე ხარ- დაწყევლილი, ბერწი, უნაყოფო. მე - ორმოცი დღე უდაბნოში, ფიქრის მორევი. ორივეს, ორივეს უარგვყოფენ ანუ ნეტარ ვართ ორივე.
მესამე დღეა, აკლდამაში ჩვენი გვამები სიზმრებს ხედავენ ერთმანეთის, კლდეებს უსმენენ და ყოველ ჯერზე , გულისხმობენ ჩვენი ლურსმნები, რომ ვერასოდეს, ვერასოდეს დაგვამგვანებენ საკუთარ შვილებს, ცეცხლს რომ მისცეს ჩვენი წიგნები. საკუთარ შვილებს, მონებს, ახვრებს, ძუნწებს, ნაძირლებს- რომლებმაც ჩვენი სამოსელი გაინაწილეს.
შენ დღესვე, დღესვე ჩემთან იქნები!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რანაირია..
+5.! რანაირია..
+5.!
3. შე პოეტო შენა! შე პოეტო შენა!
2. უძლიერესი,როგორც სხვა დანარჩენები შენი პოეზიიდან უძლიერესი,როგორც სხვა დანარჩენები შენი პოეზიიდან
1. აკლდი ივლისს და აქაურობას და გული მწყდებოდა. რატომაც მწყდებოდა გული, აქ დევს და სხვებმაც წაიკითხონ. აკლდი ივლისს და აქაურობას და გული მწყდებოდა. რატომაც მწყდებოდა გული, აქ დევს და სხვებმაც წაიკითხონ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|