ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2021


შავი ხეები

არაფერია მტკივნეული გარდა ვერწვისა,
დაუნანებლად დანთებული უხმო სანთლების
გადაუშლელად გადადგმული წვივი დღეების
მუხლმომტვრეული ფანჯრებიდან
სხივის ჩათესვა
და თვალებიდან მაცქერალი შავი ხეები
დღესაც დამცდება,
რატომ ვიყავი უდროოდ მშვიდი,
გაუაზრებლად მოვარდნილი წყალი მწყუროდა
დღეს კი უწყალო სილამაზედ ფრთაგაუშლელი
ამომგლეჯილი სიტყვებიდან დელგმა ტუტუცი,
ყველაზე მეტად დატანჯული სულების- მეცნო,
რომ კართან მათი დაკარგული ხელები ცივი,
ყველაზე ბოზი ცისარტყელის ლოყები მეგრძნო
ნაყინულარი ბეღურების ბუმბულის ქარგი
და გადამდნარი გამოხედვის ღიმილი მერგო,
დავთმე და ვკარგე ყველაფერი,
რაც ძალად მერგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები