ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2021


სიყვარულიანი მინიმები

***
შენი წერილის
ყველა სიტყვა
მესიზმრა წუხელ,
სუდარა
ეცვათ
მრავალწერტილებს.

***
როცა დაბრუნდი,
ცხვრის ფარასავით გადადენე
დარდის ღრუბლები
გულის ალპური საძოვრებიდან,
მაგრამ ვერავინ
ეს, ჩემ გარდა,
ვერ შეამჩნია.

***
ამ ერთხელ მაინც
ფრთაფარფატა  ბაბუაწვერა
შეატყობინე ჩემს სიყვარულს,
რომ მენატრება,
არ დაიზარო,
არ გეწყინოს,
სულს რომ გიბერავ,
ვარსკვლავებს გაცლი,
ვიცი, გტკივა,
მაგრამ გაფრენა
უტკივილოდ
არ მოხერხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები