ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2021


* * *

ამ ბიჭში მრავალი მარიუსი ზის.
მარცხენა ხელის დაჩხვლეტილ თითებს-
ჯიბეში მალავს. სიყვარულს ითმენს.
გარეთ ნოემბრის არიოზოა.
ყვითელი ფერი და ფოთლების ხმა,
ვით პურის ყუა-ძველი. ხრაშუნა.
ცაცხვიდან-ცაცხვზე ქარის ტყლაშუნი.
ცაცხვიდან-ცაცხვზე ქარის შერისხვა.
ცაცხვიდან-ცაცხვზე ქარის „ოსური“.
თეთრჩოხოსანთა დგება რიგები.
გვაქვს გვირგვინები და შერიგება.
ოდნავ მსგავსი და მეტად უმსგავსო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები