ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 აგვისტო, 2021


ტაკოცუბო

  ტაკოცუბო (გატეხილი გული)

გარდაიცვალა, გარდაიცვალა....
და შეამკობენ დითირამბებით,
მას, ვინც წყვდიადში გადაინაცვლა,
ნათელჩაუწვდენ მის გვირაბებში...

„მისგან ურიცხვმა სიბრძნე ისწავლა -
უთუოდ ზეცად აღიყვანება,
თუმცა ამქვეყნად სულ არ იწვალა,
სასუფეველში დაივანება“...

მისით რამდენი სულს მოიწამლავს -
სიბრძნედ შერაცხავს ამპარტავნებას...
დაულოცავენ ბრიყვნი იქ წასვლას,
სადაც დემონი ელის სავნებად...

16.08.2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები