ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2021


ეკალი (მესამე)

„ის ვინც სიკვდილს თავგამოდებით გაურბის უკვე მკვდარია.“
არც გავურბივარ.
ზიზღს და შხამს 
არ ვაიგნორებ,
ნება-ნება მივირთმევ.
ყველა მინდას ვღეჭავ მორჩილად,
ვაქუცმაცებ
და ცრემლის თანხლებით ვყლაპავ, - უმია, ჭირს.
მერე რა?!
არმინდასაც ასე ვექცევი,
ოღონდ უცრემლოდ,
თვალდახუჭული.
ყოველ ხელისკვრაზე,
ირონიაზე,
დაცინვაზე
მზა ანტიდოტი მაქვს...

საუკუნე კი დაიწყო ოცი წლის წინათ,
მაგრამ თავს მხოლოდ ახლა ამჟღავნებს.
ეს გულგრილობის,
უნდობლობის
და ეჭვის საუკუნეა, -
იცნობდეთ!
მას მხოლოდ მგრძნობიარეები გადაურჩებიან
და არა მოშურნენი,
ბოღმიანები,
ამჩემფეხებები,
რადგან მხოლოდ მათ გამოუმუშავდათ იმუნიტეტი...

სიმართლე არის თუ არა რასაც ვამბობ?
არ ვიცი,
მაგრამ ყველაფერი ხისტი და მყიფე რომ ტყდება ვიცი.
განა ამის მინდა მჯეროდეს
და ამიტომ ვამბობ?
ვგრძნობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს