ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2021


* * *

რას ვიფიქრებდი, მოგონების ხეს თუ მოვჭრიდი,
ჩემივე ხელით, რად მინდოდა განა დიდობა?
ასე მეგონა, ავაგებდი ნოეს კიდობანს,
მახსოვს, გირჩებით დატვირთული ბიჭი-კოჯრიდან,
მაგრამ ბავშვობა, უდარდელი, ისე გავიდა,
როგორც სურნელი ნელსაცხებლის-სარკოფაგიდან.
აღარც ხვლიკისთვის მიფიქრია კუდის მოძრობა,
ვერც ასანთისთვის გავიმეტე ობობის ქსელი,
მდინარის პირზეც აღარ ვმჯდარვარ, ცხვირამდე სველი,
კაკლის მაგივრად, ჯიბით დამაქვს მართვის მოწმობა
და სადაცაა მოვისროლო, ისე გახუნდეს,
ფოთოლს კი არ ჰგავს, ალვის ფოთოლს ანუ ვალუტას,
რომელსაც ფულად მივიჩნევდით ერთ დროს ბავშვები,
რა კარგი იყო ალაზანზე მთელი აგვისტო,
მზად არასოდეს არ ვყოფილვართ სახლში წასვლისთვის,
საკუთარ თავებს სარეცხივით მზეზე ვაშრობდით,
შინ დაბრუნებას ვინ ჩიოდა, რომ არა თავსხმა,
მერე ბეჭებზე საათობით მაწონის წასმა...
რას ვიფიქრებდი, მოგონების ხეს თუ მოვჭრიდი,
ჩემივე ხელით, რად მინდოდა განა დიდობა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები