ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ციმციმა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2021


ვიხეტიალებ

დაწერე, ცაო ,ჩემზე რომანი
და ბესთსელერად იქცევა  სული
მკრთალი სხეულის,  თოვლში რომ არის ,
ვერ ჩაიფიქრებს ვეღარცერთ სურვილს...
დაწერე, ცაო, იმ ძველ ამბავზე:
ხმებზე, საზღვრებზე, ვარდებზე, მასზე,
ვერცერთი მითი გულს ვერ აბრაზებს,
და ლოცვასავით ვჩურჩულებ ასე...
დაწერე, ცაო, ჩვენზე რომანი
და ბესთსელერად იქცევა სევდა-
ნათელი წიგნი ჩვენი მომამვლის
გაიყიდება, თუ გადახედა
მოწყალე თვალით მემატიანემ,
მანამდე რაღაც ოცნებებს ვხევ და
მის ბლანტ თვალებში ვიხეტიალებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები