ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2021


დრომ გადაიარა

ახლა,  კატოსავით
  იმდენს    ვიტირებდი,
...პარტერიდან  მწვდება მზერა ზღვისთვალება........                             
ფარდიდან  იჭყიტება  ბავშვობა,                                                             
  კიკინებით                                                                                                 
მერე, სცენის მტვერივით,
    იპარება .
შემოდგომურია
ეს გაგულისება,
თითებში  სიწითლე  შეეპარა  ძახველს,
ახლა, ჩუმად  ვდგავარ
ნოემბრის  კულისებთან,
სიკვდილს  ველოდები.
        როდის დამიძახებს,
          დრომ  გადაიარა  მქუხარე
  ტაშივით
  საფეთქელთან თმა  წლებმა
  თეთრად    შეფაკლეს,
ახლა,  ანტრაქტია  და
ზამთარო  დამიმშვიდდი,
... მალე გასრულდება
სპექტაკლი...
ფ.ნ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები