 | ავტორი: დერვიში ჟანრი: პოეზია 25 აგვისტო, 2021 |
ნუ ეტყვი უარს ხეივანს შეყოლაზე და თამაშზე- ამ მოწითალო ფოთლებთან, დააგდე ღვინის ბოთლები, გაცურე სრუტე ლა-მანშის, ამინდში-უარხეინეს. ძილი ხვალისთვის გადადე, ან უკეთესი, ზეგისთვის, ძილი გადადე უვადოდ, მოგიფრინდება მუზა თუ, დარდი არ გქონდეს, შეცივდეს, ლექსით გაავსე ქაღალდი. გიჯობს, გულისთქმას დანებდე, ყველა გზა-კვალი არიო, იცოდე, ვერვინ მოგაგნებს, ლოცვა წარმოთქვი დროდადრო, წაიდუდუნე მტკვარივით, კინტოებთან და არღნებთან. ქალებს უმიზნოდ დაშორდი, განა, რომელი იდარდებს? შენსავით დაწერს ათასი! სოფელში კიტრი დათესე, ქარებს გაჰყევი იდალგო, ლამანჩაში ან ხაშურთან. ჭამე. ილოცე. გიყვარდეს. გიყვარდეს. ჭამე. ილოცე. მაგრამ სირცხვილი არ ჭამო. ზოგჯერ დაწერე მაჯამით. ზოგჯერ დააშრე ნილოსი. ზოგჯერ ითხოვე ინფანტაც. ზოგჯერ თავად თქვი უარი. ზოგჯერ თანხმობაც ისმინე. ზოგჯერ ინფანტაც მიფანტე. მიკოკაკოლე. მიფანტე. ვიბადაგონო. ვისმინო. და შენს ვენახებს ვუარო...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|