ნაწარმოებები



ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2021


უმისამართოდ

ნეტავ თესვამდე, მთესველო
გადაგერჩია მარცვალი.
აღრევისაგან დაგენდო
მიწის მტვერი და ცარგვალი.
ძნელად იპოვი სიმშვიდეს
იფქლს ღვარძლი ახრჩობს, ხვიარა.
ცნობის სიმძიმემ დამდაღა,
ყოფის სიმწირემ კი არა.
ვიძვრი და მაინც ჭაობი
ყელამდე შემომდგომია
ცხადად ვჭვრეტ ამაოებას
მე ჩემი შემოდგომიდან.
ახლის შეცნობას თუ ადრე
ახლდა აზარტის მორევი,
მთავარი ცოდნით მივიღე
სიმძიმე, სევდანარევი.
სხვისთვის ფარული თუ არის
ანდა ნაგრძნობი გუმანით,
მე რად გამიღე ფანჯარა
და გამიხადე აშკარა. -
რაც დაღოღას თუ ნავარდობს,
დიდებულს კნინს თუ დრონაწრთობს,
იაფია, თუ ძვირფასი
ჯართი, თუ გრაალის თასი
ზედ აზის მტკიცედ ნაჭედი
წარმავლობის ბეჭედი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები