ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


ადამიანო…

რამდენ სიმშვიდეს გადმოლეწავს ხმაური ზეცის,
ვინ მოსთვლის ამდენ ალაზნიან კენჭებთა გროვას,
დაღლილ ფოთლების სიყვითლე რომ ბუნებად გესმის და სილამაზედ გისაღებენ ხეების გლოვას,
ადამიანო…. განსხვავებას არ აღიარებ!
ვიცი მე ეს და ამ ხროვაში გიტოვებ საფიქრს,
ვისაც ამქვეყნად უსასყიდლოდ ადარდიანებ,
ისიც  მორევში უშენოდაც მიაღწევს ნაპირს. 

რა სიყალბეა როცა სული შეგიქეს წმინდათ,
როცა სიკეთეც მოასწავებს რაღაცას ავის,
გზას მიუყვები ბილიკიანს თითქოს და მშვიდად,
ამდროს კი გული უმოწყალო ბოლო ხმით ბღავის.

ადამიანო….სულს გაჩუქებს და მერე წაგშლის,
დაგინდობს მაგრამ ბოლო ფურცელს გაგიშლის ბედის,
ეგ განაჩენიც სულ ტყუილად ჭკუიდან აგშლის,
ვერ შეაჩერებ ეგ განზრახვაც ყოფილა ღმერთის.

ადამიანო…სულგრძელო და თან დარდიანო,
შენ მხოლოდ მიწის ნაჭერი ხარ ამქვეყნად გესმის?!
თან გინდა მაგრამ თან არგინდა რომ აღიარო,
ვისაც ჩააცმევ პირველივე სწორედ ის გესვრის!

უკვე მეასედ უარყოფა დაიდე წესად,
თუნდაც ემსგავსო შეშლილს,ვერაგს,არ დარდიანობ,
შენ კაცად გაჩნდი ამ ქვეყნისთვის,განა მესიად?!
და არც არასდროს შეიცვლები....ადამიანო!!!

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები