ნაწარმოებები



ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


ვო ლილე

ვო ლილე, ჟღალი ტყეები,
დაჩეხილ-გამხმარ ხეებით,
ცისფერ ირისში იწვის.
მეცვლება კანი გველივით,
თაბორის მთაზე აჩრდილს
ყულფის იმედად ვტოვებ.
გასისხლულ ყალთაბანდ გვირილას
და ნალჩამომძვრალ სამყოფელს
აწმყოში უძგერს გული
ძელზე გაკრული ცხოველი -
სისხლი პური და სისხლი
შენს წმინდა სახელს წაშლის.
მთვარის მეფობის დრო და ჟამს,
თვითმკვლელ ვარსკვლავთა გუნდი
უკრავს სამყაროს სუნთქვას.
ვო ლილე, ცისფერ ირისში,
როგორც ფერადი სიზმარი
შენი ჟღალი თმა კრთება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები