ნაწარმოებები



ავტორი: თომას ედისონი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


^^^

შენ ახლა გძინავს , თვალებს სადღაც სიზმარში ახელ ,
მე მუდამ იქ ვარ ,  სადაც შენი თვალების მზეა ,
მთვარის დისკოზე ვიმკითხავე , რომ ჩემი მზე ხარ ,
და როცა გხედავ , ჩემთვის მუდამ მზიანი დღეა...


შენ ახლა გძინავს , მე კი თეთრად ვათენებ ღამეს ,
და კვამლზე მეტი , ჩემს ოთახში სევდის ნისლია ,
მე შეიძლება ბევრი რაღაც გითხარი ადრე ,
მაგრამ ის უფრო ბევრი არის , რაც არ მითქვია...


გძინავს....
და წამწამებზე სხედან შენი ანგელოზები ,
მე კი არ მძინავს  , და სიზმრშიც კი ვერ გიხილე,
მე ხშირად ვცდები , ასეთია ჩემი ბუნება ,
თუმცა გრძნობები მართალი მაქვს ,
რაც გაგიმხილე....

შენ კარგად იცი ,რომ გაგიჟება მჩვევია შენით,
რომ მიზეზი ხარ  ბევრად უფრო მზიანი დილის ,
ახლა არ მძინავს , არც შენ არ უნდა გეძინოს ახლა ....
შეყვარებულებს დრო არ ააქვთ ცალცალკე ძილის !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები