ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
1 სექტემბერი, 2021


წერილები საკნიდან-10 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
დღეს მე პირველად წავიკითხე პაბლო ნერუდა,
საწყის ეტაპზე გავეცანი ზედაპირულად,
მთელი საღამო ფონს მიქმნიდა კოკისპირული
წვიმა, რომელიც იღვრებოდა, თითქოს სათლიდან,
ყოველი სიტყვა გულს სერავდა, კანსაც მათლიდა,
თითო სტრიქონი-იდუმალი შეგრძნებით სავსე,
სურვილს მიჩენდა, დამეძინა მეც, კატის მსგავსად,
მქონოდა თაგვზე ნადირობის ჟინი-მგზნებარე,
თუმცა დილამდე უძილობის ლიბრი მეფარა
თვალებზე, როცა გამიფრინდა კატის სიზმარი,
ვაგლახ, იმედიც არ გამიხდეს ნათილისმარი,
მიღიმის მთვარის ობელისკი-უცხო პროფილით,
წყალს წაუღია უძილობის დარგში ნობელი,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
დღეს მე პირველად წავიკითხე პაბლო ნერუდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები