ნაწარმოებები



ავტორი: ნინო--
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2021


* * *

მოგონების ხიდზე ალბათ ბევრი ჩემნაირი მდგარა,
ყოველ დროში მოსავლელი ყველას თავის ფიქრი ათოვს,
მართალია ზოგჯერ ჩუმად დარდი წელში გადამტყდარა
მაგრამ მაინც ამ ძირძველ ხიდს ყველაფერი ცხადად ახსოვს.
ირეკლება ყოველ განცდის სისხლმჩქეფარე შრიალი,
ისმის სოფლის ნაკადულის ჩხრიალებაც ხანდახან,
მაგონდება ყველა ადლი, ზაფხულის ხეტიალის,
ტყუილად თუ აბრალებენ ასაკს ხსოვნის ზარდახშას,
რომ ბუხრის წინ აგონდებათ თმაჭაღარა მოხუცებს,
ძველი დრო და წლებიც მაშინ უფრო ძვირად ფასია,
თუ წლების წინ ემოციებს გულის ხმაზე მოუხმე
ყოველ ღამე მოსვენებას და ძილს არ დაგაცლიან.
გააჩნია გულის კარზე ვის რა დამღა დაადეს
გააჩნია ვისთვის რაა ძვირფასი და საფრთხილო,
ყველაფერი თავისთავად წლებმა გადააფასეს
მთავარია შენ შენს თავთან სათქმელი გაამხილო.
განა ყოველ დღეს თავისი სევდაც არ გამოჰყვება,
განა ვის არ გადუშლია თმა თავისი ქარისთვის
რომ ტყისპირის აგონია ფოთლებად არ მოება
სანამ ძველი ეფემერა ბავშვობაზე არ იტყვის.
წლები მთებზე მორბენალი გაუხედნავ კვიცივით
მიქროდნენ და თან მიჰქონდათ ფიქრად რაც გაბადია,
ძველი ჭალა, ჭრიჭინების ექოები და თივის
ზვინთან, კეკლუცად შრიალა, დიდგულა აკაცია.
ყველას თავის დოზით დააქვს პაწაწინა ხურჯინი,
მირაჟებად  გაუელვებთ ძველისძველი ოდა,
დღენიადაგ საკუთარი ხელებით რომ ვუვლიდით
და მას მეტი საფიქრალი არაფერი გვქონდა.
გადივლიან ქარიანი რიგი მლაშე წლების
მოგონების ფსკერზე მაინც საკუთარ თავს ვრიყავთ,
ნათენები ღამეების ლექსი რარიგ გვშვენის
როგორც ღმერთისთვის ნათქვამი საბოლოო სიტყვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები