ნაწარმოებები



ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2021


წუხელ დამესიზმრა

წუხელ, დიმიტრი ერისთავი დამესიზმრა...დიმა ერისთავი.
დიდი მხატვარი, ახლახან ,გავიდა ამ წუთისოფლიდან.
      მოგონებაში გამოვიხმე მასთან შეხვედრის წუთები.
.*******************************
      ეს იყო, თითქმის,  ოცი წლის წინ.
...იმ დღეს ვნახე საოცარი სპექტაკლი -მიუზიკლი "საბრალონი". ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოების მიხედვით დადგმული. (კომპოზიტორი შონბერგი)
    რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი გახლდათ გენიალური რობერტ ბარძიმაშვილი. (ჟან ვალჟანი)
    მონაწილეობდნენ უცხოენათა ინსტიტუტის სტუდენტები და სტუდია "ლახტის"(რ. ბარძიმაშვილის)  აღზრდილები.მღეროდნენ ფრანგულ ენაზე. დადგმის  მხატვარი გახლდათ დიმა ერისთავი.
  თამამად, ვამბობ, მსგავსი წარმოდგენა არ ახსოვს ქართულ მუსიკალურ სამყაროს. მეტიც, მსოფლიოში დადგმულ სპექტაკლეებს შორის, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა პატარა კოზეტას,  Mari Modrekiladze  იმავე ასაკის შემსრულეებელი მღეროდა ,თან ბრწყინვალედ,,ასევე , გავროშსაც.ასრულებდა დათო ბარნაბიშვილი უდიდესი პროფესონალიზმით.
"ეტა, ზავტრაშნი დენ.  რასიი"-აღფრთოვანებულმა დაიყვირა ანდრეი მაკარევიჩმა ( მუსიკოსი, პოეტი, მომღერალი, კომპოზიტორი, მხატვარი, პროდიუსერი, ტელეწამყვანი, როკ-ჯგუფ „დროის მანქანის“ (. Машина времени) ხელმძღვანელი) როცა მიუზიკლის ჩანაწერი ნახა.რომელიც, ჩემს მიერ იქნა გადაცემული ,რომ  ანსაბლი  ,გასტროლებზე მიეწვიათ. 
    იმ დღეს, სპექტაკლს ესწრებოდნენ სტუმრები საფრანგეთიდან: მონპელიეს მერი და საფრანგეთის ერთერთი უნივერსიტეტის რექტორი.
ფინალში,სპექტაკლის დასასრულისას, როცა.სცენაზე ყველა მონაწილე  დელაკრუას ნახატის "თავისუფლებას"
მიხედვით განალაგდა და ფრანგული დროშა აფრიალდა,სტუმრებისკენ გავიხედე. ფეხზე  წამომდგარნი, აცრემლებულები და თან, ბედნიერები გამალებით სცემდნენ ტაშს.
**************************
ფრანგები დიმიტრი ერისთავის სახელოსნოში მიიწვიეს საღამოს ვახშამზე.
მაღალსართულიანი სახლის სხვენდან ვერეს ხეობისულამაზესი ხედი ჩანს.
ისე მომნუსხა ბატონი დიმას ნახატებმა, რომ სუფრასთან მისვლამდე, რამდენჯერმე ,შემოუვუარე დარბაზს. თავად, იჯდა სავარძელში,კალთაში სიამის კატას ეფერებოდა და სტუმრებს გამჭოლი მზერით ათვალიერებდა.
სუფრასთან, თითქმის , ყველა ფრანგულად საუბრობდა.
მხატვარი დიდებული თამადაც, აღმოჩნდა.
უმშვენიერესი მასპინძელი ,მხატვრის მეუღლე  და მუზა,
  ნათელა ერისთავი  დროდადრო, სტუმრებს ეახლებოდა და ფრანგულად გაესაუბრებოდა,ხოლმე. (ფრანგულის კათედრაზე მუშობდა და სპექტაკლშიც მსახიობებს ფრანგულის გამოთქმებში ამეცადინებდა ნათელა  ხურციძესთან  ერთად. ორივენი,კი რობერტის თანაკურსელები იყვნენ.
  უცებ, თამადა, რაღაცაზე განაწყენდა:  ""ასი წელი არ მაინტერესებს არავინ, ქართველზე მეტადო" და სუფრა დასტოვა , გავიდა მეორე ოთახში...
    მერე, მობრუნდა , ხელი დამიქნია და თავისთან,მიხმო.
და დაიწყო ჩემთვის სხვა სამყარო. იგი ყველა ნახატთან, ყველა სურათთან ჩერდებედა და და მესაუბრებოდა თითოეულის შექმნის ისტორიას. "ეს, ჩვენი რძალია , გიგუშას ცოლიო"- მერის სურათზე მიუთითა. "ეს, ბიძაა, ალ. ქართველიშვილი, ავიაციის მამა ამერიკაშიო" და ა.შ. არ ვიცი, რით მოვიპოვე  მხატვრის ყურადღება, ასე დაუმსახურებლად, მაგრამ ფაქტია, უარი სთქვა სუფრის თამადობაზე და მეც, თავის სამყაროში მიმიწვია.
********************************
მეორე დღეს, ბატონ რობერტს ლექსი წავუკითხე, ფურცელი გამომართვა დაკეცა და გულის ჯიბეში ჩაიდო.
....კოკა ეგნატოვის დაკრძალვის დღეს,უამრავ, ხალხში შევნიშნე ბატონი დიმა.თვალი ავარიდე, მაინც,ვერ მიცნობს, საკმაო  დრო გავიდათქო.
      რიგში მაინც,შემამჩნია და ისეთი დიდი მოკრძალებით ,სითბოთი სავსე თვალებით დამიკრა თავი, როგორც დენდებს სჩვევიათ...
    ორი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ
წუხელ,დიმა ერისთავი მესიზმრა. მიღიმოდა.
ჯერ ,ორმოცი დღე არ გასულა მისი გასვლიდან.
ავხსენი სიზმარი. და მე, დავიწყე ლოცვა ახლადშესვენებული დიმიტრისთვის.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@ 
ფრანგები დიმიტრი ერისთავის სახელოსნოში
მოჰგავს შხეფებში მოცახცახე წვიმის სონეტი
მხატვრის კიდურზე გადაღვენთილ სიამის კატას
ღამეს ხევებში გაუშლია ბინდით მოლბერტი,
და აჟრჟოლებულ პეიზაჟებს ნიავით ხატავს.
კედლიდან, ჭურის დასასკდომი მოდუღს მაჭრები,
გზად,მეეზოვე  ნეკერჩხლების დამაყრის ფოთლებს ,
სხლტიან თბილისის გოგონები ირმის კანჭებით,
ქუჩაბანდებში ფაეტონზე არღანი გოდებს.
ქშენენ თონიდან ამოყრილი ცხელი შოთები,
ლუვრში -ვენერას სინატიფე გეიშეს სტანჯავს.
თავად,რემბრანტიც დახატავდა ვნებით ,შფოთებით
ქართველ სასკიას, მარმარებში გაძერწილ კანჯარს.
აქ, სილამაზეს ვარსკვლავებიც  გადავურწიე.
მონპელიეში ჩემს ხვაშიადს ვერ  გავაგონებ,
მონ  შერ! ნუ მიწყენ,მე ეს მიჯობს, რა ვქნა, მუსიე,
ოოო, მომიტევოს შენმა მანემ,  დეგამ და მონემ.,
რომ მე, თბილისის მონმარტს უფრო ვადიდებ,ვეტრფი,.
გარეთ, ხევხუვში ელვას ძვლებში გააქვს ლაწანი.
ჩემო ერისთავთერისთავო, აზიდნე კვერთხი
და  ცრუ სამყაროს მათრახები გადააწანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები