ნაწარმოებები



ავტორი: სიტყვის კაცი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 სექტემბერი, 2021


მზადება

მორჩა, აღარ ჩანს, შენი შალის
შარფისგან, ახლა ნატამალიც.
ან, მოხვედი და გადამალე,
ან, წახვედი და შევიშალე.
ვერ გადავურჩი ფოთოლცვენის,
ზედმეტად მძიმე, ხასიათებს.
ვერ გავისტუმრე, აზიატი
ქარი ეზოდან, როგორც ძველი,
საბედისწერო მეგობარი,
უთანასწორო სიზმრებიდან.
უცნაურია, ისევ მინდა,
ბოლოლექსები მოგაბარო
და მოვიტოვო ვირჯინია,
ფილადელფია, ოკლაჰომა ...
დრო, ასე უნდა, მოკლა ხოლმე,
მაგრამ ამჯერად, მირჩევნია,
რომ გადამირჩეს და აქცენტებს
ქარზე ვაკეთებ, შევიშალე!
სანამ ქვეყანას დავაქცევდე,
მომაძებნინეთ, შენი შალის
შარფი, შენ, ღამემ და ჩიტებმა -
შემოდგომაა, დამჭირდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები