ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 სექტემბერი, 2021


მიყვარს შემოდგომა...

მიყვარს შემოდგომა... პირველ რიგში რთველის გამო... და კიდევ სამი რამის გამო: შემოდგომის შუა თვეში ვეამბორე პირველად მანდილოსანს ბაგეზე. შემოდგომის შუა და ბოლო თვეებში არიან დაბადებულნი: ჩემი მამიდები და დედაჩემი.
შემოდგომაზე სულ იოსებ ნონეშვილის ლექსი - ,,შემოდგომა თბილისში“ მახსენდება.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:


ვაზო! - ჭირიმე შენი ნაჟურის

დასასრულისკენ როდესაც წავალ,
ამიცრემლდება ვაზი ქართული.
თუმც საწუთროში ეულად დავალ,
ვარ ქართველობით წელგამართული.

ვაზო! - ჭირიმე შენი ნაჟურის,
იესოსავით ჯვარზე გაკრულო.
როგორც სიმღერა გარიჟრაჟული,
კოსმოსშიც ისმის შენი „ჩაკრულო“.

მაშ, შეიმშრალე ცრემლები ისევ,
ბავშვივით ნუღარ ამიტირდები.
გული სიამით ისე ამივსე,
რომ სიცოცხლეზე მეტად მჭირდები.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები