ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2021


წერილები საკნიდან-11 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ბედმა ათასგზის დამცინა და ასგზის მიმუხთლა,
არამცთუ ყეფის ეშინოდა ჩემს ბედს-ძაღლისა,
კუდის ქიცინსაც გაურბოდა, ვერც მე გავრისკე,
ამაყად მევლო მაწანწალა ძაღლთა წინაშე,
ივლისის ხვატში ან პირიქით, მარტის წვიმაში,
ვერ გავასაღე ამ ხროვაში თავი-ლუხუმად,
ბედს სიტკბო არ აქვს შაქარლამის, რახათ-ლუხუმის,
მას უფრო მწარე გემო დაჰკრავს, კაკლის წენგოსი,
გზადაგზა ვნიღბე ჩემი ბედი, უცხოდ შევმოსე
და ვინც უკუღმა მიცქეროდა, წაღმა შემხედა,
ვინც არ იცოდა, გამომკითხა ჩემი სვე-ბედი,
პალინდრომი და ესსეები ვეღარ მართობენ,
წყალს წაუღია ჩემი ბედის უკუღმართობა,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
ბედმა ათასგზის დამცინა და ასგზის მიმუხთლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები