ნაწარმოებები



ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2021


სულის ავაზაკი

როცა ნებდები და შენს ირგვლივ ყრია ვარდები,
ამაოებას ებრძვი ისე როგორც ავაზა,
როცა სივრცეში დგეხარ მაგრამ კლდიდან ვარდები,
შენი ოცნებების ჩასაქოლად გიწევს დარაზმვა...

მიტოვებული სავალიდან თუ ჩანს ალაგი,
და მხოლოდ ფუჭი იმედების გიხმობს მარაზმი
რაც უფრო ერწყმი რეალობას გიხმობს ტალახი,
და ეს ცხოვრება ემსგავსება ერთ დიდ ქარაგმას.

თუ სინანული ბეწვის ხიდზე უფრო შორია,
როცა ყველაფრის გიძნელდება ახლა დანახვა,
გულის რითმების ფეთქებიდან მელანქოლიას,
უწევს გრძნობების სამყაროდან გულის განაღმვა.

და ბოლოს შენი სიცოცხლიდან შარავანდედი,
შეიბყრობს პოეტს,ვით მდევარი შავთეთრ ავაზას,
და თუ გალიას ერთხელ მაინც გადააწყდები,
ნიღბის გარეშე შეეგებე სულის ავაზაკს...

                                                             
გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები