ნაწარმოებები



ავტორი: შოთა კურტანიძე
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2021


- წამი გარდამავალი -

ეს დღე ასე მაღალი,
ასე მიუჩვეველი -
არაფერი არ არის
აღმართული კედელად.
ჩემი სულის სამშობლო
მუდამ დაურღვეველი,
მხოლოდ ნების სისუსტეს
არაფერი ეშველა.
გადის ღამე ამდენი,
მიმაქვს მკვდარი სხეული,
ვით დამწვარი სანთელი
გულზე ჩამოქცეული.
მეძახიან ქარები -
სახებაა ამ წამის
და გზად აელვარდება
საშინელი ზამთარი.
დღე კი ასე მაღალი,
ასე მიუჩვეველი -
არაფერი არ არის
აღმართული კედელად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები