ნაწარმოებები



ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2021


ფიქრი უეცარი

ისევ გააშიშვლეს ფიქრი უეცარი,
ზაფხულს შემოდგომის ნისლი მოჰფენია,
სიო ცრემლიანი ქროდა უმოწყალოდ,
სულში მელოდიით,ფრედრიკ შოპენია...

და რა საოცარი იყო სილამაზე,
სულის სიახლოვეს,მძიმე ლოდებია,
როგორც ცის სამოსი დილის აისამდე,
ლამის ნისლებივით ფიქრებს მოსდებია...

რაღაც შეშფოთებულს ჰგავდა ქარიშხალი,
იქნებ სიმარტოვე არც კი ნდომებია,
შორ გზას მიჰყვებოდა ჩემი  საფიცარი,
ფიქრის მდინარეში სევდაც მოდებია...

იყო მარტოობის დიდი გაზაფხული,
სიოს ქარის ნაცვლად,ყინვა მორევია
ყველა ლექსის სტრიქონს ვწერდი დაზაფრული,
თმებსაც თეთრი კვალი,წლებით მოლევიათ.

ისევ გამიმეფთა შიში უეცარი,
ჩემს გულს ეშმაკები ვეღარ შორდებიან
ვდგავარ ხატის წინ და ვფიქრობ უმეცარი,
ნეტა იქ ზეცაში.....როგორ ცხონდებიან?!

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები