ნაწარმოებები


კონკურსების ანონსი იხილეთ ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში     * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი -2022     * * *     „ნ ო ვ ა ც ი ა“ ერთი ლექსის საერთაშორისო კონკურსი     * * *     კონკურსი „ლექსების გამოფენა - ასი სიტყვა“     * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2021


პოეტების მხარეში

ნონეშვილის გულწრფელ ლექსებს
გიტარაზე ვმღერი და...
იოსების ქართულ ფესვებს
ვლოცავ საწნახელიდან.

ისე მიყვარს პოეზია,
რომ ვარ მონა მე - მისი...
ბევრჯერ ვცადე: მომეძია
სიტყვა შესაფერისი.

მეც ვწერ ლექსებს, - არცთუ ცუდებს,
თუმც არავის ვედრები,
მინდა ნატვრა ამისრულდეს:
გამიბრწყინდეს ედემი.

გაიხაროს ჩემმა ერმა,
არ ენახოს თარეში...
და ვიცხოვრო ბედნიერმა
პოეტების მხარეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები