ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2021


* * *

მადლიანო ცაო გშობა ვინაცაო
და საამო ქარმა გული აგიქარვა,
მზეგარეთა მოდი მზეო შინაცაო,
ცაო შენთან მინდა, მზეო შინაცაო.

ახლა დროა არა გლოვის არა, არა!
არც არასდროს იყო იყო ის რაც იყო,
შენ ჩამოდი ჩემთან მე როგორ ავფრინდე?
აფრებს ავშლი მინდვრად არ წახვიდე ჩემგან.

ახლა ცას რომ ვხედავ თუკი ვხედავ რაა?
ცაო უსასრულობამდე გზაა უმოკლესი
და თუ მომკლეს მერე ვეღარ მოვალ შენთან
ვერასოდეს
                      და შენც ნუღარ მეძებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები