ნაწარმოებები



ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2021


შვილი

(დაწერილია იმწუთიერად, როცა გავიგეთ, რომ მშობლები გავხდებოდით)

ღმერთო, მაღალო, დიდებულო, მადლობა შენდა, -
ვამბობდით ასე და მავსებდი სინათლით მე - შენ.
და დედ-მამობის მოლოდინი ამოგვიშენდა,
და დავემგზავრეთ ამ შენობას სინამდვილეში:

შენ ეს შეიტყვე და სიტყვებით დადნა დუმილი;
შენ ეს გაიგე და განგება იცნეს გულებმა;
ბედის ბორბალმაც სიხარულით დაიმომავლა,
- ერთმანეთობა, ლოცვებით რომ დაიბურება.

ჩვენ დავიზარდეთ იმ წამში და იქვე ვიწამეთ,
რომ სიყვარულის ყვავილები იმედს იბამდნენ.
და გამოვკეთდით ღვთის სიკეთის უებრო წამლით,
რომ შველა იშვა - შვილი იშვა - დაბადებამდე.

13 თებერვალი, 2021

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები