ნაწარმოებები



ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2021


წერილები საკნიდან-12 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
როგორც გუგული მოგეკედლე და ჩაგებუდე,
მე, რომ გავფრინდე, ჩემი ბუდე შენთან დარჩება,
არ მსურს ვინმესთან კამათი და გამოსარჩლება,
მშვენივრად ვიცი დრო მოფრენის, ჟამი-გაფრენის,
იმასაც ვგრძნობ, რომ მონადირე ჩამესაფრება,
დავიზეპირე ჟამი მწუხრის და დრო-ნათების,
ჩემთვის იმდენჯერ დაუგიათ კაკანათები,
ყველაფერ ამას გადავურჩი ერთი მიზეზით,
მე შენს ბუდეში გუგულივით არ მოვიქეცი,
მოგეკედლე და ჩაგებუდე, აღარ გავფრინდი,
ყველა სიმის ხმა ჩავიბეჭდე შენი არფიდან,
არ ჩამოშალოს ჩემი ბუდე ვინმე უგულომ,
წყალს წაუღია თუ გაფრინდა, ყველა გუგული,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
როგორც გუგული მოგეკედლე და ჩაგებუდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები