Ia Sulaberidze
ლექსი ფასისა და ღირებულების (ეტიუდი ი. ს.-ს)
თავო ჩემო, მშვიდო, წყნარო, ვით გუგულო, ხედავ? - უკვე ეს ცხოვრებაც გავიდა. მაინც მინდა, ისევ ჩემად დაგიგულო, თითქოს რამე იწყებოდეს თავიდან.
ამიწონეთ ჩემი წილი სიყვარული, თუ გაქვთ კიდევ, სადმე შემორჩენილი, ფული მიძევს, უბარაქოდ დაჩაგრული არ გეგონოთ, სხვისას ვხმარობ ჩემივით.
ჩემი წილი მსურს სამშობლოც შევისყიდო, მოთიმთიმე მხარე - ჩამომიჭერით, თუ სამშობლო - მიწაა და ჭერი კიდე, სადაც მინდა, იქ ვიხარებ იმ ჭერით.
საგარნირედ მეგობრობაც ხომ კარგია, არ დამაკლოთ ნაცნობ-ნათესაობა. ყველას ბედი რა ერთ თარგზე ნაქარგია, ზედ დამიდეთ მთელი ჩემი თაობა.
დე, შეხვედრას სიხარულის ცრემლიც ებას, იჩხრიალონ ჩამოშლილმა ქანებმა, დამიმატეთ ჩახუტება, აღტაცება, შეგებება, ჩემკენ გამოქანება!
ასე რატომ ვიხარჯები? მაქვს მიზეზი, - საგნის ფასი, ნივთის ღირებულება მინდა ავხსნა, გაკვირვებით ან ამრეზით ნუ მიყურებთ, სხვა გზა არ მეგულება!
ფასს იხდიან და ქვეყანა ავსებულა გამყიდვლებით, დახლიც უამრავია, მყიდველი კი - ჯერ არასდროს არსებულა, ვერსად ვნახე, კარგია თუ ავია.
ვიღას ახსოვს, ის, რაც არის ღირებული? ფასმა ყლაპა უკვე ღირებულება. სხვა რა გითხრათ, არიფული, ღარიბული პასუხია, “შაშვი - მებულბულება!”
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რაც ჩემსას კითხულობენ, ციმციმა, საყვარელო და მართალი გითხრა, არც გული მწყდება. სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, წერისთვის ვერც ვიცლი. რაც ჩემსას კითხულობენ, ციმციმა, საყვარელო და მართალი გითხრა, არც გული მწყდება. სხვა საქმეებით ვარ დაკავებული, წერისთვის ვერც ვიცლი.
9. აქ მხოლოდ ქალბატონ ნინოს კითხულობთ? დასაფასებელია . აქ მხოლოდ ქალბატონ ნინოს კითხულობთ? დასაფასებელია .
8. გული გამიტყდა, თანაც ორჯერ , აჰ....
მეც ამას არ ვამბობ? თავის მოკატუნება გიყვართ მეთქი. გული გამიტყდა, თანაც ორჯერ , აჰ....
მეც ამას არ ვამბობ? თავის მოკატუნება გიყვართ მეთქი.
7. გული გამიტყდა, თანაც ორჯერ , აჰ....
მეც ამას არ ვამბობ? თავის მოკატუნება გიყვართ მეთქი. გული გამიტყდა, თანაც ორჯერ , აჰ....
მეც ამას არ ვამბობ? თავის მოკატუნება გიყვართ მეთქი.
6. მადლობა! გული უნდა გაგიტეხოთ, იმდენად რამდენადაც, თან ორჯერ
პირველი - მე საქმე ნამდვილად არაფერი მაქვს, ღვთის შეწევნით, ყოველმხრივ უზრუნველი ცხოვრება მერგო. ჩემი საკეთებელი - რახანია მოვილიე. ვინც ახალგაზრდაა, იმან იდარდოს. მეორე - მთლიანად ქველმოქმედებითი შრომით ვარ დაკავებული სხვაგან და კარგადაც გამომდის, საუკეთესოდაც კი. მესამეც ყოფილა -მიყვარს ხანდახან თავის მოკატუნება. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და იმიტომ. აგერ მეოთხე გამოჩნდა - რაც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, მე ჩირადაც არ მიღირს. დავრწმუნდი, რომ ათიანში მოვახვედრე და პასუხიც აღარ გამიცია. საიტს მოდერაციას უჭირს , თორემ მისაბლოკი იყავით.
მადლობა! გული უნდა გაგიტეხოთ, იმდენად რამდენადაც, თან ორჯერ
პირველი - მე საქმე ნამდვილად არაფერი მაქვს, ღვთის შეწევნით, ყოველმხრივ უზრუნველი ცხოვრება მერგო. ჩემი საკეთებელი - რახანია მოვილიე. ვინც ახალგაზრდაა, იმან იდარდოს. მეორე - მთლიანად ქველმოქმედებითი შრომით ვარ დაკავებული სხვაგან და კარგადაც გამომდის, საუკეთესოდაც კი. მესამეც ყოფილა -მიყვარს ხანდახან თავის მოკატუნება. საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ და იმიტომ. აგერ მეოთხე გამოჩნდა - რაც თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, მე ჩირადაც არ მიღირს. დავრწმუნდი, რომ ათიანში მოვახვედრე და პასუხიც აღარ გამიცია. საიტს მოდერაციას უჭირს , თორემ მისაბლოკი იყავით.
5. მათ ახლაც პოეტები ჰგონიათ თავი, მე კი ვიცი რომ ლექსის წერა პოეტობა არაა. თუმცა უმრავლესობას სიმართლეზე გული ერევა. მოტივაცია არ დამკარგვია, თუმცა გული დამწყდა რომ ლიტერატურულ საიტზე მსგავსი რამ ხდებოდა. შეიძლება ჩემი კომენტარი შურისძიება იყო. შეგიძლიათ სცადოთ ) შექმენით სხვა ექაუნთი და რომელიმე გამოუქვეყნებელი ლექსი დადეთ... მათ ახლაც პოეტები ჰგონიათ თავი, მე კი ვიცი რომ ლექსის წერა პოეტობა არაა. თუმცა უმრავლესობას სიმართლეზე გული ერევა. მოტივაცია არ დამკარგვია, თუმცა გული დამწყდა რომ ლიტერატურულ საიტზე მსგავსი რამ ხდებოდა. შეიძლება ჩემი კომენტარი შურისძიება იყო. შეგიძლიათ სცადოთ ) შექმენით სხვა ექაუნთი და რომელიმე გამოუქვეყნებელი ლექსი დადეთ...
4. ნუთუ ასე გეწყინათ? სიმართლე გითხრათ მინდოდა კიდეც, მსმენია ხელოვნება ტკივილიდან იქმნებაო, თქვენთვის ვირჯებოდი.
თანაც, მეც და თქვენც რომ რაიმე ღირებული საქმე გაგვაჩნდეს, აქ კი არ ვიქნებოდით. ალბათ არ დამეთანხმებით, მაგრამ ასეა.
ბევრი წლის უკან, როცა თინეიჯერი ვიყავი, ახალგაზრდა და გრძნობაფაქიზი, როგორც თქვით, აქ ჩემი ლექსების შემოწმება განვიზრახე, მაშინ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავდა ამ საიტს, აქაური "მწერლები" ჩემნაირებს მიწასთან ასწორებდნენ, ისეთივე ან უფრო ცუდი, მაგრამ მათი ნაცნობების ლექსები კი თავფურცელზე იწონებდნენ თავს. ნუთუ ასე გეწყინათ? სიმართლე გითხრათ მინდოდა კიდეც, მსმენია ხელოვნება ტკივილიდან იქმნებაო, თქვენთვის ვირჯებოდი.
თანაც, მეც და თქვენც რომ რაიმე ღირებული საქმე გაგვაჩნდეს, აქ კი არ ვიქნებოდით. ალბათ არ დამეთანხმებით, მაგრამ ასეა.
ბევრი წლის უკან, როცა თინეიჯერი ვიყავი, ახალგაზრდა და გრძნობაფაქიზი, როგორც თქვით, აქ ჩემი ლექსების შემოწმება განვიზრახე, მაშინ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავდა ამ საიტს, აქაური "მწერლები" ჩემნაირებს მიწასთან ასწორებდნენ, ისეთივე ან უფრო ცუდი, მაგრამ მათი ნაცნობების ლექსები კი თავფურცელზე იწონებდნენ თავს.
3. საყვარელი ხართ ძალიან, სქელკანიანი კი არა)) საყვარელი ხართ ძალიან, სქელკანიანი კი არა))
2. მადლობა, დარინა, რომ შემოიხედეთ და წაიკითხეთ! უამრავი რამ მიდევს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, აქ, ნული შეფასებითა და ამდენივე კომენტარით. მნახველთა რაოდენობის დანახვა რომ იყოს შესაძლებელი ავტორისათვის, კიდევ რაღაც შეღავათი იქნებოდა… საიდან შეიქმნა აზრი, რომ რაკი მე ნინო დარბაისელი ვარ, ჩემდამი ყურადღებაც ურაკზე ამით არის გამოწვეული, უბრალოდ , ვერ ვხვდები. სქელკანიანი, უგრძნობი ბებრის ნაცვლად ახალგაზრდა, გრძნობაფაქიზი პოეტი რომ ვიყო, წარმომიდგენია, ეს როგორ დამიქვეითებდა წერის მოტივაციას! მადლობა, დარინა, რომ შემოიხედეთ და წაიკითხეთ! უამრავი რამ მიდევს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს, აქ, ნული შეფასებითა და ამდენივე კომენტარით. მნახველთა რაოდენობის დანახვა რომ იყოს შესაძლებელი ავტორისათვის, კიდევ რაღაც შეღავათი იქნებოდა… საიდან შეიქმნა აზრი, რომ რაკი მე ნინო დარბაისელი ვარ, ჩემდამი ყურადღებაც ურაკზე ამით არის გამოწვეული, უბრალოდ , ვერ ვხვდები. სქელკანიანი, უგრძნობი ბებრის ნაცვლად ახალგაზრდა, გრძნობაფაქიზი პოეტი რომ ვიყო, წარმომიდგენია, ეს როგორ დამიქვეითებდა წერის მოტივაციას!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|