ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 სექტემბერი, 2021


საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს

ძალიან მინდა ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკი ვეთამაშო.

ჭადრაკის სიყვარული ბავშვობიდან მომდევს. ბაბუაჩემი (დედაჩემის მამა) მოჭადრაკე იყო.

ნონა გაფრინდაშვილის სახელი და გვარი ბავშვობიდან მესმოდა. არაერთხელ მიოცნებია გროსმაისტერებთან თამაშზე. ერთადერთი თამაშია ჭადრაკი, რომელიც შემიძლია დილიდან - საღამომდე ვითამაშო.

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

საკუთარ თავთან ვთამაშობ ჭადრაკს,
ხან ვიგებ... ხანაც ვაკეთებ ყაიმს,
ცხოვრებაც არის თამაში, მაგრამ
სერიოზულად აღვიქვამ მაინც.

თავად ვარ ის, ვინც ჩემს ბედს განაგებს,
მეპატიება მეც რაღაც ზოგჯერ,
მაგრამ ჩემს ტაძარს თუ ვერ ავაგებ,
დამკარ ხმალი და მარჯვენა მომჭერ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები